კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დივალი, სინათლის ფესტივალი დიდი ზეიმით აღნიშნეს. დივალი მნიშვენლოვანი ინდური დღესასწაულია, რომელიც გამოხატავს სინათლის ტრიუმფს სიბნელეზე, როგორც სიკეთის გამარჯვებას ბოტორებაზე.
კვსუ-ის სტუდენტების საღამო სავსე იყო ინდური ნაციონალური კულტურის ელემენტებით - ტრადიციული კოსტუმებით, ცეკვებითა და სიმღერებით.საზეიმო ფერად სამოსში გამოწყობილმა სტუდენტებმა აანთეს სანთლები, დაარიგეს ტკბილეული და შექმნეს საზეიმო განწყობა და დაუვიწყარი საღამო.
დივალის წვეულებამ და სინათლის ფესტივალის ზეიმმა საშუალება მისცა კვსუ-ის სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის სტუდენტებს, ახლოს გაცნობოდნენ ინდური კულტურის ტრადიციებს.