კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტი
აკადემიური კალენდარი
საგანმანათლებლო პროგრამები
მიღება
დეპარტამენტები
მოწვეული პერსონალი

უნივერსიტეტში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით იქმნება მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტი. ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, მისი მიზანია უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნასა და განვითარებაზე ზრუნვა.

ფაკულტეტის მართვის ორგანოებია ფაკულტეტის საბჭო და ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის მიზნების შესასრულებლად, ფაკულტეტზე იქმნება შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;
  • სტუდენტური სერვისებისა და მხარდაჭერის სამსახური;
  • სასწავლო დეპარტამენტები.

სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ორგანიზებული, კოორდინირებული განხორციელების, სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მისი სრულყოფის მიზნით, იქმნება სასწავლო პროცესის მართვის სამსახური. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კომპეტენციებში შედის:

  • სასწავლო პროცესის თანმიმდევრული განხორციელების ხელშეწყობა.
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი.
  • წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის განახლებისა და სრულყოფისთვის.
  • ფაკულტეტთან კოორდინირებით, საგამოცდო და სასწავლო ცხრილების შედგენა.
  • მობილობის პროცესის ადმინისტრირება.
  • სტუდენტების პირადი საქმეების წარმოება.
  • სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით შესაბამისი აქტების პროექტების მომზადება და რექტორისთვის წარდგენა.
  • სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა ლაბორატორიით.
  • უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან კოორდინირებით, შეფასებებსა და კვლევებში მონაწილეობა.
  • სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა.
  • დიპლომების, დიპლომის დანართების მომზადება და გაცემა კურსდამთავრებულთათვის.
  • აკადემიური ინფორმაციის შემცველი ცნობების მომზადება და გაცემა.

სტუდენტური სერვისების სამსახური

სტუდენტების აკადემიური, კარიერული და პერსონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფაკულტეტზე იქმნება სტუდენტური სერვისებისა და მხარდაჭერის სამსახური. სტუდენტური სერვისების და მხარდაჭერის სამსახურის კომპეტენციებია:

  • უნივერსიტეტში ახლდჩარიცხული სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრებისა და პროცესების ორგანიზება.
  • სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა აკადემიური, კარიერული და პერსონალური განვითარების საკითხებთან დაკავშრებით.
  • საერთაშორისო სტუდენტებისთვის გარემოსთან ინტეგრაციის ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
  • სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების მასტერკლასების ორგანიზება.
  • სტუდენტების კარიერული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.
  • უნივერსიტეტის სახელით დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციითა და შრომის ბაზარზე სხვა არხების მეშვეობით ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ ინფორმაციის რეგულარული მოძიება და სტუდენტებისთვის მიწოდება.
  • სტუდენტების ინფორმირება უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
  • სტუდენტებისთვის სპორტულ, კულტურულ და სხვა ექსტრაკურიკურულ აქტივობებში ჩაბმის წახალისება და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება.
  • სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია და მათი მხარდაჭერა დაგეგმილ აქტივობებში.
  • უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ სერვისებთან და მხარდაჭერის მექანიზმებთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის კონსულტაციის გაწევა და აღნიშნული სერვისებით/მექანიზმებით სარგებლობაში დახმარების გაწევა.

სასწავლო დეპარტამენტი

უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამების აკადემიური უზრუნველყოფის, ეფექტიანად განხორციელების, მათი გაუმჯობესების, პერსონალის სპეციალიზებული ორგანიზების, მათი პროფესიული განვითარებისა და კოორდინაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ფაკულტეტზე იქმნება სასწავლო დეპარტამენტები, რომლებშიც, დაკავებული აკადემიური თანამდებობის/დისციპლინის მიხედვით ერთიანდება აკადემიური პერსონალი. სასწავლო დეპარტამენტის ფუნქციებში შედის:

  • ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და განვითარებაზე ზრუნვა.
  • სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე ზრუნვა და ამ მიმართულებით არსებული პროცესების მხარდაჭერა.
  • პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეპარტამენტებია:

  • პრეკლინიკური დეპარტამენტი.
  • კლინიკური დეპარტამენტი.
  • სტომატოლოგიური დეპარტამენტი.
© 2021 KWIU