კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • რა მოთხოვნებია საჭირო კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამაზე მიღებისათვის?
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის

      - საერთაშორისო სტუდენტებისთვის - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე პროგრამაზე სწავლის უფლება განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ კანონით“ - მუხლი 52. პუნქტი 3. - მედიცინის პროგრამა


    • ადგილობრივი სტუდენტებისთვის

      - საქართველოს მოქალაქეებისთვის - მედიცინის პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების მქონე პირი, რომელმაც ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ფლობს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს. ასევე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობები მოიცავს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ შედეგებს, უნივერსიტეტის მიერ ადგენილი კოეფიციენტებისა და საგნობრივი მინიმალური ბარიერის გათვალისწინებით. საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი ინგლისურ ენაში 85%–ია, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში - 70%.


  • რა მოთხოვნებია საჭირო კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამაზე?

    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის

      - საერთაშორისო სტუდენტებისთვის - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე პროგრამაზე სწავლის უფლება განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ კანონით“ - მუხლი 52. პუნქტი 3. - სტომატოლოგიის პროგრამა


    • ადგილობრივი სტუდენტებისთვის

      - საქართველოს მოქალაქეებისთვის - სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების მქონე პირი, რომელმაც ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ფლობს შესაბამის ამადასტურებელ დოკუმენტს. ასევე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობები მოიცავს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ შედეგებს, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კოეფიციენტებისა და საგნობრივი მინიმალური ბარიერის ათვალისწინებით. საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი ინგლისურ ენაში 80%–ია, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში - 70%.


  • არსებობს რაიმე ვადები საერთაშორისო სტუდენტების მიერ პროგრამაზე განაცხადის შეტანის?

    - დიახ, ვადა განისაზღვრება აკადემიური სემესტრის დაწყებამდე 1 თვით ადრე


  • საჭიროა თუ არა გასაუბრება პროგრამაზე საერთაშორისო აპლიკანტის ჩარიცხვისათვის?

    - დიახ, გასაუბრება აუცილებელია საერთაშორისო სტუდენტებისათვის პროგრამზე ჩარიცხვის/მიღების შესაბამის კომისიასთან


  • არის თუ არა ინგლისური ენის დონის მოთხოვნა პროგრამაზე ჩარიცხვისათვის?

    - საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი ინგლისურ ენაში 85%–ია, საერთაშორისო სტუდნეტებისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე : მედიცინის და სტომატოლოგიის პროგრამა


  • როგორ უნდა მივიღოთ საქართველოს ვიზა?

    - იხილეთ ბმული - https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/249
© 2021 KWIU