სტუდენტთა მიღება

უნივერსიტეტის სტუდენტთა მიღების სამსახური ქართველი და საერთაშორისო აპლიკანტების უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის უზრუნველყოფს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მხარდამჭერ გარემოს. 


საქართველოს მოქალაქეთა მიღება

უნივერსიტეტის სტუდენტი შეიძლება გახდეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების მქონე პირი, რომელმაც ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

მედიცინის პროგრამისთვის საგნობრივი მინიმალური ბარიერებია:
- ინგლისურ ენაში 70%.
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში - 60%.

სტომატოლოგიის პროგრამის საგნობრივი მინიმალური ბარიერებია:
- ინგლისურ ენაში - 60%.
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში - 45%.


საერთაშორისო სტუდენტების მიღება

საერთაშორისო სტუდენტების მისაღებად, უნივერსიტეტი ამოწმებს თარგმნილ, ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტებს და ამზადებს თანხმობის წერილს. აღნიშნული წერილი და დოკუმენტების ასლები უნდა წარედგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (EQE). მას შემდეგ, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღიარებს და დაადასტურებს აპლიკანტის საგანმანათლებლო დოკუმენტებს, სამინისტრო გასცემს ოფიციალურ ბრძანებას რომლითაც უნივერსიტეტს ანიჭებს აპლიკანტის სტუდენტად ჩარიცხვის უფლებას.

ბრძანების მიღების შემდეგ, უნივერსიტეტს აქვს უფლება სტუდენტად ჩარიცხოს აპლიკანტი და გასცეს სასწავლო ვიზის მხარდამჭერი დოკუმენტი (ე.წ. მოწვევის წერილი).

უნივერსიტეტის სტუდენტთა მიღების სამსახური მზადაა აპლიკანტის სახელით სრულად აწარმოოს აღნიშნული პროცესი.


ჩარიცხვის ვადები და მიღების პერიოდები

უნივერსიტეტში აპლიკაციების მიღება წარმოებს მთელი წლის განმავლობაში და განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
აპლიკანტთა ჩარიცხვა ხორციელდება ყოველწლიურ ორ ძირითად ნაკადში: გაზაფხულის ან შემოდგომის.

სააპლიკაციო განაცხადის განხილვის პროცესი საშუალოდ ერთი თვე გრძელდება.


საჭირო დოკუმენტები

უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტებია:

  • აპლიკანტის პასპორტი.

  • დიპლომი ან აქამდე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მინიმუმ B1 დონეზე (მისაღებია IELTS, TOEFL, Pearson, Duolingo)

შენიშვნა: თუ აპლიკანტს არ აქვს ინგლისური ენის სერტიფიკატი, უნივერსიტეტი აპლიკანტთან გასაუბრების/ტესტირების მეშვეობით ახორციელებს მისი ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრას.

დამატებითი დოკუმენტები ტრანსფერის სტუდენტებისთვის: აკადემიური ტრანსკრიპტი წინა უნივერსიტეტიდან.
დამატებითი დოკუმენტები არასრულწლოვანი აპლიკანტებისთვის: მშობლის პასპორტი, დაბადების მოწმობა.


სააპლიკაციო წარმოების სერვისი: ღირებულება და მომსახურების დეტალები

თუ აპლიკანტს სურს განაცხადის გაკეთება და იგი არ იმყოფება საქართველოში, უნივერსიტეტი ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის სტუდენტთა მიღების სამსახური სრულად ჩაატარებს სააპლიკაციო წარმოებას დაინტერესებული პირის სახელით. სერვისის ღირებულებაა 350 აშშ დოლარი, რომელიც მოიცავს დოკუმენტების გადამოწმებას, თარგმნას, ნოტარიულ დამოწმებას, წარდგენასა და განაცხადის საფასურს.

აღნიშნული სერვისის გამოყენებისთვის, გთხოვთ, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების PDF ვერსიები გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: admission@kwiu.edu.ge

დოკუმენტების პირველადი გადამოწმების შემდეგ, შესაბამისი სამსახური გამოგიგზავნით მომსახურების საფასურის ინვოისს. როგორც კი გადახდა განხორციელდება, უნივერსიტეტი დაიწყებს სააპლიკაციო წარმოებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელებას.


თუ გსურთ განაცხადის გაკეთება ან გაქვთ ნებისმიერი კითხვა უნივერსიტეტში მიღებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

admissions@kwiu.edu.ge
+995 599 635533
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00 (GMT+4)