ინფრასტრუქტურა

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ განათლების ხარისხი მჭიდროდ არის დაკავშირებული სასწავლო გარემოს ხარისხთან. ჩვენი ინფრასტრუქტურა შექმნილია თანამედროვე უმაღლესი სტანდარტების მიხედვით, აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომფორტულ სივრცეებს და სტუდენტებისთვის რეალური კლინიკურ გამოცდილების შექმნის მცდელობას. კვსუ-ს ინფრასტრუქტურის თითოეული ელემენტი ემსახურება კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების ჩამოყალიბებას.

მთავარი კამპუსი

უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი სპეციალურად აშენდა, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სრულად შეესაბამება უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და აღჭურვილობის თანამედროვე სტანდარტებს.  უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული შენობების სტანდარტებთან შესაბამისობა ასევე დადასტურებულია უმაღლესი განათლების საავტორიზაციო პროცესის ფარგლებში.

მთავარ კამპუსთან ერთად, უნივერსიტეტი ოპერირებს მთავარი კამპუსის გვერდით არსებული მეორე სასწავლო შენობითაც, რომელშიც უნივერსიტეტის სასწავლო და დამხმარე სივრცეები გათავსებულია უნივერსიტეტის ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი პარტნიორი - კენ ვოლკერის რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკასთან ერთად. 

სასწავლო ინფრასტრუქტურა

  • თანამედროვე აუდიტორიები
    სტუდენტებისა და პერსონალისთვის კომფორტული სასწავლო გარემოს შემქნის მიზნით, კვსუ-ს ყველა სასწავლო აუდიტორია აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით - პერსონალი კომპიუტერები, პროექტორები, მაღალი გარჩევადობის ეკრანები და სხვა.

  • სპეციალიზებული აუდიტორიები კლინიკური სასწავლებისთვის
    განკუთვნილია ისეთი კურსებისთვის, როგორიცაა „პაციენტი, ექიმი, საზოგადოება“ (PPS). კურსების ეს სერია KWIU-ის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის გამორჩეული ელემენტია. აღნიშნული კურსის ფარგლებში ტარდება ექიმისა და პაციენტის რეალისტური სიმულაციები სტანდარტიზებული პაციენტების (SPs) - სპეციალურად მომზადებული მსახიობების მონაწილეობით, გამოცდილ სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ. რეალურ კლინიკებში სწავლის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანი საბაზისო საფუძვლების მომზადების მიზნით, KWIU-ში სტუდენტები PPS კურსის სწავლას იწყებენ პირველი სემესტრიდანვე.

  • კლინიკური უნარების ცენტრი
    აღჭურვილია უახლესი მანეკენებით და სიმულაციის ტექნოლოგიებით, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს უსაფრთხო გარემოში შეისწავლონ და დახვეწონ სამედიცინო პროცედურებისთვის საჭირო უნარები.

  • სასწავლო ლაბორატორიები
    აღჭურვილია თანამედროვე მიკროსკოპებითა და სამეცნიერო აღჭურვილობით, რომელიც სპეციალურადაა მორგებული სამედიცინო განათლების სასწავლო პროცესს.

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
    სტუდენტებსა და პერსონალს სთავაზობს როგორც მატერიალურ, ასევე ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც სრულად ფარავს სასწავლო გეგმაში გამოყენებულ მასალებს. გარდა კურიკულუმში გამოყენენბული წყაროებისა ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი წიგნადი ფონდი  სხვადასხვა მიმართულებით. ბიბლიოთეკის რესურსები ასევე მოიცავს ინტერნეტითა და ტექნიკით აღღურვილ კომფორტულ საკითხავ დარბაზს.

  • სტუდენტური სივრცეები და დასასვენებელი ზონები
    უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური სივრცეები ხელს უწყობს სტუდენტებს შორის სოციალური ურთიერთობების განვითარებას და აძლევს მათ დასვენების შესაძლებლობას.

  • საგამოცდო ცენტრი
    ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე პერსონალური კომპიუტერებით, სპეციალური საგამოცდო პროგრამული უზრუნველყოფითა და უსაფრთხო, კომფორტული გარემოთი. ცენტრში შექმნილი გარემო გამიზნულია, რომ უზრუნველყოს სტუდენტების ობიექტურ შეფასება და ამავდროულად ხელი შეუწყოს სტუდენტების საგამოცდო პერიოდისთვის დამახასიათებელ სტრესის შემცირებას.