კვლევა კვსუ-ში

მიუხედავად იმისა, რომ კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასწავლო უნივერსიტეტია, მისი ხედვაა, წარმოადგენდეს საერთაშორისოდ აღიარებულ, ადგილობრივ და საერთაშორისო სივრცეში კონკურენტუნარიანი და საიმედო პარტნიორის რეპუტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ერთ-ერთი გამოწვევა იქნება მაღალი ხარისხის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოება-ხელშეწყობა, რაც მოემსახურება საგანმანათლებლო პროგრამების ინტერესებს.

ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ორიენტირად გაცხადებულია კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, ინტერნაციონალიზაცია და მიღებული შედეგების პრაქტიკული დანერგვა. კვლევითი საქმიანობის კოორდინაციას უნივერსიტეტში აწარმოებს სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამსახური.

უნივერსიტეტში დამტკიცებულია კვლევის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი, რომლის მიზანია, განსაზღვროს უნივერსიტეტში სამეცნიერო- კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული მიდგომები:

  • კვლევების დაფინანსების საჯარო, გამჭვირვალე და სამართლიანი შიდა პროცედურები;
  • აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;
  • სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარება და მათი დაინტერესება კვლევით პროექტებში ჩასართავად;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

     

 

ამ ეტაპზე, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევით პრიორიტეტებად განსაზღვრულია ორი ძირითადი მიმართულება:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • სამედიცინო განათლება
     

აღნიშნულის მიუხედავად, კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრა არ წარმოადგენს შეზღუდვას სხვა სახის კვლევითი აქტივობების განხორციელებისათვის. უნივერსიტეტის ნებისმიერ თანამშრომელს (აკადემიურ, მოწვეულ პერსონალს) აქვს უფლება, წარადგინოს და მიიღოს შესაბამისი სახის მხარდაჭერა უნივერსიტეტისგან (შესაძლებლობისა და საკვლევი თემის აქტუალობის გათვალისწინებით) იდეის განხორციელების თვალსაზრისით.

კვლევის განვითარების სტრატეგია