სტუდენტური კლუბები
უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბების არსებობა სტუდენტური თვითორგანიზების და აქტივობის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც ასევე მიზნად ისახავს სტუდენტებში ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებას.
ამჟამად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტების ინიციატივით შექმნილი რამოდენიმე კლუბი, როგორებიცაა: სპორტის კლუბი (როგორც ბიჭების, ასევე გოგონებისთვის), ეკო-კლუბი, დებატების კლუბი, ე.წ. “journal club” და კვლევის კლუბი.
სტუდენტური კლუბების დაარსება და მართვა სრულად სტუდენტურ ინიციატივებზეა დაფუძნებული, რომლის მთავარ პრინციპს წარმოადგენს უნივერსიტეტის ქცევის წესებისა და ეთიკის კოდექსის განუხრელი დაცვა.
იმ მიზნით, რომ შენარჩუნებული იყოს კლუბების აქტივობა და სტუდენტების შესაძლებლობა, არააქტიური კლუბების შემთხვევაში დააფუძნონ იმავე თემატიკის კლუბები, უნივერსიტეტში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც სტუდენტური კლუბის მიერ სემესტრის მანძილზე უნდა ჩატარდეს არანაკლებ 2 აქტივობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო სემესტრიდან კლუბი მიიჩნევა გაუქმებულად.