გაცვლითი პროგრამები

უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას, მათ შორის კი პრიორიტეტული მიმართულება სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვაა, რაც, თავის მხრივ, სტუდენტების მომავალი კარიერული განვითარების და, შესაბამისად, დასაქმების მაღალ მაჩვენებელს უზრუნველყოფს. 

სტუდენტების საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობა ასევე უზრუნველყოფილია კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს (აშშ) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს შერჩეულ იქნა 10 სტუდენტი, რომელთაც საშუალება მიეცათ გაცვლითი ვიზიტით წვეოდნენ ემორის უნივერსიტეტსა და მის ჰოსპიტლებს. ემორის უნივერსიტეტში სტუდენტების ვიზიტისთვის, ემორის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ იქნა სპეციალური პროგრამა კვსუ-ის სტუდენტებისთვის ამერიკული სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის უკეთ გაცნობის მიზნით. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექცია/სემინარების, ტრენინგების სერია; ასევე იმყოფებოდნენ ემორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სადაც მიეცათ საშუალება პრაქტიკაში ენახათ ამერიკელი კლინიცისტების სამუშაო პროცესი.

 

სტუდენტების მსგავსი ვიზიტით მობილობას აქვს ყოველწლიური ხასიათი და დაინტერესებული პირების განაცხადების მიღების მიზნით უნივერსიტეტი ახდენს ყველა სტუდენტის ინფორმირებას.