უნივერსიტეტის შესახებ

შპს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაარსდა 2019 წელს. უნივერსიტეტის დაარსების იდეა იყო მსოფლიოში სამედიცინო განათლების მსურველი გაზრდილი კონტიგენტისთვის კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც ორიენტიერებული იქნებოდა საერთაშორისო ბაზარზე.

უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა გაამყარა საერთაშორისო თანამშრომლობის ძლიერმა კომპონენტმა - ამერიკული მხარის თანადგომამ, აქტიურმა მხარდაჭერამ და სურვილმა, მონაწილეობა მიეღო ქართულ სივრცეში საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო კერის შექმნაში, რომელსაც მჭიდრო კავშირი ექნებოდა ამერიკულ სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის სისტემასთან. ემორის სამედიცინო სკოლა აშშ-ის ერთ-ერთი ძლიერი სამედიცინო კერაა, რომელიც ცნობილია როგორც არაერთი ინოვაციური სწავლების დამნერგავი, ამავდროულად, იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი კვლევითი ინსტიტუციაა.   შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა მოიაზრებს როგორც საგანმანათლებლო, ისე კვლევითი მიმართულებით მუშაობას.  

უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ასევე უკავშირდება შპს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს, რომელიც სამედიცინო განათლების სფეროში დიდი გამოცდილებით და ცოდნით გამოირჩევა. უნივერსიტეტის პარტნიორია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის”, რომელსაც საქართველოში უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული სამედიცინო განათლების სფეროში. ორგანიზაცია წლებია, ეხმარება ქართულ მხარეს ჯანდაცვის სფეროში პრაქტიკული ხასიათის ტრენინგების განხორციელებაშიჯანდაცვის სხვადასხვა რგოლის თანამშრომელთა, ასევე, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებაში, მნიშვნელოვანია მისი როლი სამედიცინო კლინიკებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების  სამედიცინო ინვენტარით მომარაგების კუთხითაც.

უნივერსიტეტი ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გეგმავს და ახორციელებს:

  • ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების/სასწავლო კურსების შემუშავებას;

  • აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და  პრფესიულ გადამზადებას

  • საგანმანათლებლო პროგრამების გარე შეფასებას;

  • სწავლების ახალი/თანამედროვე მეთოდების/მეთოდოლოგიის  დანერგვას;

  • თეორიული სწავლების კლინიკური ასპექტებით ინტეგრაციის მაქსიმალურ მხარდაჭერას;

  • კლინიკური კლერკშიფების აშშ-ს კლინიკურ ბაზებზე გავლის შესაძლებლობის გაფართოებას/მხარდაჭერას;

  • გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ აკადემიური,  მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვისაც.

უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარება მომავალი შვიდი წლის მანძილზე გულისხმობს ლოკალურ სივრცეში აქტიურად დამკვიდრებას, გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში გასვლას და შესაბამისი ბაზრებისათვის ისეთი კადრების - კონკურენტუნარიანი სპეციალისტების, მომავალი წარმატებული ლიდერების შეთავაზებას,  რომლებიც მზად იქნებიან მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და მედიცინის სფეროში ახალი გამოწვევების მიღებისათვის.