სტუდენტური სერვისები
სტუდენტების აკადემიური, კარიერული და პერსონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტში არსებობს სტუდენტური სერვისებისა და მხარდაჭერის სამსახური. სტუდენტური სერვისების და მხარდაჭერის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ახალი სტუდენტების ორიენტაცია და გარემოსთან ადაპტაციის მხარდაჭერა - პირველი საორიენტაციო შეხვედრები ახლად ჩარიცხული სტუდენტებისათვის და საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერა ადგილობრივ გარემოსთან ადაპტაციაში.
აკადემიური და კარიერული კონსულტაციები - ინდივიდუალური შეხვედრები სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მიღწევების გასაუმჯობესებლად.
სტუდნტების ინფორმირება საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
პროფესიული მასტერკლასები - ტრენინგები პროფესიონალიზმზე, სტრესის მართვაზე, დროის მენეჯმენტზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ჩვენი ამერიკელი პროფესორების ჩართულობით.
კარიერული უნარების ვორქშოპები - CV-ის შედგენა, Personal Statement, გასაუბრების უნარები და USMLE-სთვის მზადება.
კლუბები და აქტივობები - მხარდაჭერა სპორტული, კულტურული და ექსტრაკურიკულური ღონისძიებებისთვის.
პროექტების მხარდაჭერა - დაფინანსება და დახმარება სტუდენტური საგანმანათლებლო ინიციატივებისთვის.
სტუდენტური განათლების პროექტების მხარდაჭერა
უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას პროექტების ორგანიზების, დაფინანსების და ხელშეწყობის კუთხით. განათლების პროექტების განხორციელება უკავშირდება არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებას, არამედ სტუდენტებისთვის ზოგადი უნარებისა და ცოდნის განვითარებას. სტუდენტური ინიციატივების განხილვის მიზნით, უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მიმართოს სტუდენტური სერვისების სამსახურს.
საკონსულტაციო სერვისები
სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად უნივერსიტეტში რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება საკონსულტაციო მომსახურება:
,,სტუდენტის გზამკვლევი“ - პროგრამის ადმინისტრაციული ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტია, რომელიც პირველივე დღეს უზიარდებათ სტუდენტებს. აღნიშნული გზანკვლევი სტუდენტს აწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას - სტუდენტის სტატუსის მოპოვების, რეგისტრაციის პროცედურების, აკადემიური კალენდრის, პროგრამაში მოქმედი რეგულაციების შესახებ. დოკუმენტს თანდართული აქვს ზოგადი ინფორმაცია საქართველოსა და თბილისის მოკლე ისტორიის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობის წესების, კულტურული ღონისძიებების შესახებ და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ინფორმაცია პროგრამის საერთაშორისო სტუდენტებისათვის.
საორიენტაციო კვირეული - პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის დაწყებისთანავე პროგრამის ადმინისტრაცია მართავს საორიენტაციო ღონისძიებებს. ამ პერიოდში პროგრამის ადმინისტრაციისა და პროგრამის ხელმძღვანელების მიერ სტუდენტებს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროცესის რეგულაციების, დაგეგმვისა და ადმინისტრირების შესახებ, უტარდებათ კონსულტაციები საუნივერსიტეტო სივრცეში ადაპტაციისა და ინტეგრირების მიზნით. აღნიშნული კონსულტაციების ჩატარებაში ჩართულია როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, ისე აკადემიური და მოწვეული პერსონალი, აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტები, განსაკუთრებით სხვადასხვა სტუდენტური კლუბების წევრები, რომლებიც სტუდენტებს აცნობენ მათი კლუბების სპეციფიკას და აქტივობებს.
აკადემიური კონსულტაცია - ფაკულტეტის დეკანი და პროგრამის ხელმძღვანელი ვალდებულია, გაუწიოს კონსულტირება სტუდენტს და დაეხმაროს მას სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვასა და წარმართვაში, ასევე, აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტისთვის და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი „სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების მეთოდოლოგიის" მიხედვით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ხდება სტუდენტისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა. გეგმის შედგენაში აქტიურად მონაწილეობს თავად სტუდენტი.
კარიერული განვითარების ხელშეწყობა
უნივერსიტეტში კარიერული მხარდაჭერის სერვისებისა და მექანიზმების არსებობა ემსახურება სტუდენტებში პრაქტიკული, კლინიკური უნარების განვითარებას და პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სტუდენტების დასაქმების ალბათობას და შესაძლებლობებს. უნივერსიტეტში სტუდენტების კარიერულ მხარდაჭერის პროცესს კოორდინირებას უწევს სტუდენტური სერვისების და მხარდაჭერის სამსახური, რომელიც უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით ცდილობს სტუდენტზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას, როგორიცაა:
სტუდენტების დასაქმების ხელშემწყობ პროექტები
სამედიცინო განათლების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტების დასაქმება პროფესიული კუთხით ობიექტურ ბარიერებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, გარდა იმ ცოდნისა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებით არის უზრუნველყოფილი, უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებში ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე. მაგალითად, ისეთი დოკუმენტების წერა, როგორიცაა პროფესიონალური CV, ე.წ. Personal Statement (საკუთარი თავის წარდგენა პროფესიაში), სამოტივაციო წერილი, გასაუბრების უნარ-ჩვევები და სხვა. ამასთან, ამერიკის სალიცენზიო გამოცდებისადმი გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, სტუდენტებს საშუალება აქვთ უფასოდ კურიკულუმის გარეშე აქტივობის სახით გაიარონ მიზანმიმართული მოსამზადებელი კურსი USMLE-სთვის, რომელიც ასევე მოიცავს გამოცდის სპეციფიკის გაცნობას და სხვა ადმინისტრაციულ დეტალებს.
პროფესიული განვითარების მასტერკლასების ორგანიზებას ან/და სხვა ასეთ პროექტებში სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა
აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ასევე ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყოველ სემესტრულად ხვდებიან კვსუ-ს სტუდენტებს და უზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას. აღნიშნული მასტერკლასები ეხება ექიმისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროფესიონალიზმი, სტრესის მართვა და სტრეს-მედეგობა, დროის მართვა,
პრიორიტეტების ეფექტური გადანაწილება და ა.შ.