სტრუქტურა და მართვა

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის  სტრუქტურა უზრუნველყოფს მისი სტრატეგიული განვითარების გეგმით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას, სადაც სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და პასუხისმგებლობა ნათლად არის ჩამოყალიბებული და გამიჯნული. უნივერსიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვის პრინციპები რეგულირდება შპს ,,კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წესდებითა და დებულებით.

უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანოებია უნივერსიტეტის პარტნიორთა კრება, აკადემიური საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის უფროსი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. ხოლო, უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტეტის) მმართველობითი ორგანოებია ფაკულტეტის საბჭო და ფაკულტეტის დეკანი.

წინამდებარე ვიზუალიზაციით წარმოდგენილია უნივერსიტეტში არსებული სტრუქტურული ერთეულები და მათი ერთმანეთთან ანგარიშვალდებულების ჯაჭვი.

 

რექტორი - პროფესორი, ეკა ეკალაძე.

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე - პროფესორი, გორდონ ჩერჩვორდი.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - პროფესორი, ნინო შიუკაშვილი.

ადმინისტრაციის უფროსი - ერეკლე კალატოზიშვილი.

სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - სალომე ვორონოვა.

სამედიცინო განათლებისა და კვლევის სამსახურის უფროსი - პროფესორი, ნონა ჯანიკაშვილი.

ადამიანური რესურსების მენეჯერი - გვანცა დადიანი.

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - ნინო გელაშვილი.

მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი - პროფესორი, ნინო თევზაძე.

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - ეკატერინე გამრეკელაშვილი.

სტუდენტური სერვისებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი - ნინო ზარდიაშვილი.

სტუდენტთა მიღების სამსახურის უფროსი - ნინო გასოიანი.