სამეცნიერო ბაზები

MedicineNet
MedicineNet არის ონლაინ სამედიცინო მედია-გამომცემლობა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მარტივად წასაკითხ, სიღრმისეულ და სანდო სამედიცინო ინფორმაციას მოსახერხებელი, ინტერაქტიული ვებგვერდის მეშვეობით.


Dentistry & Oral Sciences Source
Dentistry & Oral Sciences Source მოიცავს 200-ზე მეტ ჟურნალს სტომატოლოგიისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის მიმართულებით, აგრეთვე სრულტექსტიან წიგნებს. ბაზა ფარავს სტომატოლოგიის შემდეგ სფეროებს: სტომატოლოგიური საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ენდოდონტია, სახის ტკივილი და ქირურგია, ოდონტოლოგია, პირის ღრუსა და ყბა-სახის პათოლოგია/ქირურგია/რადიოლოგია, ორთოდონტია, ბავშვთა სტომატოლოგია, პაროდონტოლოგია და ორთოპედიული სტომატოლოგია.


ProQuest
ProQuest Ebook Central — ელექტრონული წიგნების წამყვანი პლატფორმა, რომელიც წამყვანი გამომცემლობების სამეცნიერო ელექტრონულ წიგნებს თანამედროვე, მოსახერხებელ პლატფორმასთან ერთად გთავაზობთ.


The New England Journal of Medicine (NEJM)
The New England Journal of Medicine არის ყოველკვირეული სამედიცინო ჟურნალი, რომელსაც გამოსცემს მასაჩუსეტსის სამედიცინო საზოგადოება (Massachusetts Medical Society). იგი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რეფერირებადი სამედიცინო ჟურნალია და ამავდროულად, უწყვეტად გამომავალ სამედიცინო ჟურნალთა შორის უძველესი.


PubMed
PubMed-ის ბაზა მოიცავს 5 მილიონზე მეტ სამედიცინო და ბიოლოგიურ პუბლიკაციას დაახლოებით 3800 ბიომედიცინური გამოცემიდან. ყოველწლიურად ბაზა დაახლოებით 500 000 დოკუმენტით იზრდება.


Funding Institutional
Funding Institutional გეხმარებათ კვლევითი პროგრამის სტრატეგიის დაგეგმვაში: საშუალებას გაძლევთ დროულად მოიძიოთ აქტიური და ზუსტი დაფინანსების შესაძლებლობები 3500-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო დამფინანსებელი ორგანიზაციიდან და გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო სფეროში უკვე დაფინანსებულ კვლევებს.


ScienceDirect
ScienceDirect სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო კვლევების მსოფლიოში წამყვანი წყაროა. ბაზა მოიცავს 4247 ჟურნალსა და 30 311 წიგნს.


HINARI
HINARI (Health InterNetwork Access to Research Initiative) შეიქმნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და წამყვანი გამომცემლობების მიერ, რათა განვითარებად ქვეყნებს ბიომედიცინისა და ჯანდაცვის ლიტერატურის კოლექციებზე წვდომა ჰქონდეთ. 109 ქვეყნის ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომია 7000-ზე მეტი ჟურნალი. HINARI არის Research4Life-ის ნაწილი, რომელიც განვითარებად ქვეყნებს აკადემიურ და პროფესიულ რეფერირებად ონლაინ-რესურსებზე უფასო ან დაბალფასიან წვდომას სთავაზობს.


MedPix
MedPix® არის სამედიცინო გამოსახულებების, სასწავლო შემთხვევებისა და კლინიკური თემების უფასო, ღია ონლაინ-ბაზა, რომელიც აერთიანებს გამოსახულებებსა და ტექსტურ მეტამონაცემებს — 12 000-ზე მეტ პაციენტის კლინიკურ შემთხვევას, 9000 თემასა და თითქმის 59 000 გამოსახულებას. ბაზა განკუთვნილია ექიმების, ექთნების, ჯანდაცვის სხვა სპეციალისტების, მედიცინის სტუდენტებისა და სამედიცინო ცოდნით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.


BioOne
ბაზაში წარმოდგენილია 580-ზე მეტი ჟურნალი და ელექტრონული წიგნი ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების მიმართულებით.


BMJ
The BMJ — წამყვანი სამედიცინო კვლევები, სიახლეები, განათლება და ექსპერტული მოსაზრებები.


Scopus
53 მილიონი ჩანაწერი, 21 915 გამოცემა, 5000 გამომცემელი: Scopus რეფერირებადი ლიტერატურის უდიდესი სააბსტრაქტო და საციტირო ბაზაა, რომელიც კვლევის თვალყურის დევნების, ანალიზისა და ვიზუალიზაციის მოქნილ ინსტრუმენტებს გთავაზობთ. Scopus ასახავს მსოფლიო სამეცნიერო პროდუქციას მეცნიერების, ტექნოლოგიების, მედიცინის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების სფეროებში. კვლევის მზარდი გლობალიზაციისა და ინტერდისციპლინურობის პირობებში Scopus საშუალებას გაძლევთ, არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი კვლევები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.


LearnOutLoud
LearnOutLoud.com აუდიო- და ვიდეოსწავლების ერთიანი პლატფორმაა, სადაც 50 000-ზე მეტი საგანმანათლებლო აუდიოწიგნი, პოდკასტი და ვიდეოა თავმოყრილი.


Free Medical Videos
ინტერნეტში გავრცელებული პოპულარული და საინტერესო სამედიცინო ვიდეომასალის არქივი.


FreeBooks4Doctors
ხელს უწყობს სამედიცინო წიგნებზე თავისუფალ წვდომას.


Perlego
ონლაინ-გამოწერა ყველა თქვენთვის საჭირო აკადემიურ წიგნზე.


Cambridge Journals Online
მოიცავს ჰუმანიტარული, სოციალური და აგრეთვე საბუნებისმეტყველო მიმართულების ჟურნალებს, მათ შორისაა: ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია.


e-Duke Journals Scholarly Collection
წარმოდგენილია ჟურნალები შემდეგი მიმართულებით: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია.


Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books
წარმოდგენილია ჟურნალები და წიგნები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის წიგნები საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ.


SAGE Premier
წარმოდგენილია სამეცნიერო სტატიები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროს რეიტინგული ჟურნალებიდან.


Mathematical Sciences Publishers Journals
წარმოდგენილია 17 რეფერირებადი ჟურნალი მათემატიკისა და მომიჯნავე დისციპლინებიდან, რომელთა ძირითადი სფეროებია: მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია.


Royal Society Journals Collection
წარმოდგენილია ბიოლოგიური მიმართულების სამეცნიერო ჟურნალები, აგრეთვე მასალები ფიზიკის, მათემატიკისა და მათი მომიჯნავე დარგობრივი დისციპლინებიდან.


ACM Digital Library
ბაზაში წარმოდგენილია ჟურნალები, საკონფერენციო მასალები, გაზეთები, ვებსაიტები და მულტიმედია ფაილები, აგრეთვე კომპიუტერული ლიტერატურის გზამკვლევები და სხვა ციტირებული ნაშრომები. ძირითადი მიმართულებაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება.


European Respiratory Journal
კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულების ბაზა, სადაც წარმოდგენილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვა მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 24.9-ს შეადგენს.


The Company of Biologists' Journals
ჟურნალები, რომლებიც მოიცავს ორგანიზმის განვითარების, უჯრედული მეცნიერებისა და ექსპერიმენტული ბიოლოგიის სფეროებს.


OpenEdition Journals
წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების მიმართულებით. ბაზას აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.