სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა
სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება ევროპულ სტანდარტებსა და მასში ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნები.
პროგრამა მოიცავს სწავლების ორ ეტაპს:
პრეკლინიკური ეტაპი - სტუდენტს აძლევს ფუნდამენტურ სამედიცინო განათლებას, როგორც ჯანმრთელი ადამიანის, ისე ადამიანის დაავადებების საფუძვლების შესახებ.
კლინიკური ეტაპი - უზრუნველყოფს სტუდენტების პრეკლინიკურ ეტაპზე მიღებული ცოდნის გამოყენებას და ჰორიზონტის მნიშვნელოვან გაფართოებას კლინიკური თვალსაზრისით.
სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდები
სწავლებისა და შეფასების პროცესში გამოიყენება საერთაშორისოდ აღიარებული ინოვაციური მეთოდები. კლინიკური კომპეტენციების დონეების შესაფასებლად ფართოდ გამოიყენება მილერის პირამიდა.
