მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამას საფუძვლად უდევს ემორის სამედიცინო სკოლის მოდერნიზებული სასწავლო გეგმა, რომელიც მოდიფიცირდა ევროპული და ლოკალური მოთხოვნების გათვალისწინებით. საბოლოო სახით, საგანმანათლებლო პროგრამა სრულად შეესაბამება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და საქართველოს კანონმდებლობის ძირითად მოთხოვნებს სამედიცინო განათლების სფეროში. 

 

პროგრამის სტრუქტურა მოიცავს პრეკლინიკურ და კლინიკურ ეტაპებს:

პრეკლინიკური ეტაპის ფაზები

  • მოსამზადებელი/პრესამედიცინო ფაზა (Premedical)
  • მედიცინის საფუძვლების ფაზა (Foundations of Medicine)
  • ჯანმრთელი ადამიანი (Healthy human)
  • ადამიანის დაავადებები (Human Diseases),

კლინიკური ეტაპის ფაზები

  • სამედიცინო მეცნიერებების გამოყენების ფაზა (Applications of Medical Sciences Phase)
  • ტრანსლაციის ფაზა (Translation of Medical Sciences Phase)
  • აღმოჩენის ფაზა (Discovery Phase)

 

სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდები

პროგრამით გათვალისწინებული სწავლებისა და შეფასების პროცესში გამოიყენება საერთაშორისოდ აღიარებული ინოვაციური მეთოდები. აღნიშნული მეთოდების შერჩევის პროცესში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელი კოლეგები. მედიცინაში კლინიკური კომპეტენციების დონეების შესაფასებლად ფართოდ გამოიყენება მილერის პირამიდა.

შეფასების მეთოდები მილერის პირამიდის შესაბამისად
სწავლები მეთოდები მილერის პირამიდის შესაბამისად

ერთსაფეხურიანი საგანანათლებლო პროგრამა - მედიცინა