სტრატეგიული განვითარება
უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარება 2021-2027 წლების მანძილზე გულისხმობს ლოკალურ სივრცეში აქტიურად დამკვიდრებას, გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში გასვლას და შესაბამისი ბაზრებისათვის ისეთი კადრების - კონკურენტუნარიანი სპეციალისტების, მომავალი წარმატებული ლიდერების შეთავაზებას, რომლებიც მზად იქნებიან მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და მედიცინის სფეროში ახალი გამოწვევების მიღებისათვის.
სტრატეგიული განვითარების 7 წლიანი გეგმა შემუშავებულია სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის მიხედვით. აღნიშნული მეთოდოლოგია გულისხმობს თანამონაწილეობით პროცესს, რომელშიც ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე და მოიცავს: წინა პერიოდის სტრატეგიული გეგმის დაგადახედვას, არსებული მდგომარეობის შესწავლას SWOT ანალიზის და რისკების შეფასების გზით, სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას, შესრულების მონიტორინგსა და პროგრესის შეფასებას.