KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ემპათია პრაქტიკაში - კვსუ-ის ინოვაციური პროექტი

ემპათია პრაქტიკაში - კვსუ-ის ინოვაციური პროექტი
Email Facebook WhatsApp

24 Nov 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გვჯერა, რომ ემპათია მხოლოდ ადამიანური თვისება კი არა, უმნიშვნელოვანესი კლინიკური კომპეტენციაა, რომლის განვითარებაც პროფესიონალი ექიმის ფორმირების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

 

ინოვაციური სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მესამე კურსის სტუდენტები გადიან ემპათიის კურსს, რომელსაც კვსუ-ის მოწვეული ლექტორი, თეატრის, კინოს, გახმოვანებისა და დუბლირების მსახიობი ვლადიმერ ნოვოსარდოვი ხელმძღვანელობს.

 

პროგრამის საწყის ეტაპზე სტუდენტები, მსახიობის პროფესიული მეთოდოლოგიის გამოყენებით, ირგებენ როგორც პაციენტის, ისე ექიმის როლებს. ისინი ეუფლებიან კომუნიკაციის უნარებს ემოციურად დატვირთულ და სენსიტიურ სცენარებში, რომლებიც რეალურ კლინიკურ ისტორიას ასახავს.

 

„სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, რეალურად იგრძნოს, რას ნიშნავს პაციენტის პოზიციაში ყოფნა, - ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთიკური დილემებისა და რთული შემთხვევების გააზრებისთვის. სამსახიობო ტექნიკის გამოყენებით ვავითარებთ იმ პროფესიულ კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია ექიმის პრაქტიკაში. ხელოვნებისა და მედიცინის შერწყმა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მართონ რთული სიტუაციები, სწორად შეაფასონ პაციენტის ემოციური მდგომარეობა და შეარჩიონ შესაფერისი საკომუნიკაციო მიდგომა,“ - აღნიშნავს ვლადიმერ ნოვოსარდოვი.

 

ვლადიმერ ნოვოსარდოვი თეატრისა და კინოს მსახიობი და ალექსანდრე გრიბოედოვის დრამატული თეატრის წამყვანი არტისტია. მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობს როგორც სცენაზე, ისე ეკრანზე და მის მიღმა. იგი, ასევე, ეწევა გახმოვანებისა და დუბლირების პროფესიულ საქმიანობას მსოფლიოს წამყვანი სტუდიებისა და მედიაკომპანიებისთვის, მათ შორის Netflix, Disney, Universal Pictures, Warner Brothers და სხვა. გასულ წელს, კანადაში გამართულ ბრამპტონის საერთაშორისო ნოლივუდის ფილმის ფესტივალზე, ვლადიმერ ნოვოსარდოვმა მოკლემეტრაჟიან ფილმში -„The Monopol“ - მთავარი როლის შესრულებისთვის მიიღო „საუკეთესო მამაკაცი მსახიობის“ ჯილდო და ჟიურის სპეციალური პრიზი.

 

ვლადიმერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და პროფესიულ განათლებას დაეუფლა ავთანდილ ვარსიმაშვილის სახელოსნოში, საერთაშორისო აღიარების მქონე რეჟისორთან და პედაგოგთან, გრიბოედოვისა და თავისუფალი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელთან. მრავალწლიანი გამოცდილება თეატრსა და კინოში ვლადიმერს საშუალებას აძლევს, შემოქმედებითი პედაგოგიკის უნიკალური მეთოდებით ხელი შეუწყოს მომავალ ექიმებში პაციენტის ემოციური გამოცდილების სიღრმისეულად აღქმასა და ჰუმანური კომუნიკაციის მაღალი სტანდარტების განვითარებას.

 

ემპათიის კურსის ტრენინგები უკვე მიმდინარეობს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტების ნაწილთან და ეტაპობრივად სრულად ინტეგრირდება კვსუ-ის სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამაში.

 

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვზრდით მომავალ ექიმებს, რომელთა პროფესიული ძალა ცოდნასა და ემპათიის უნარის ერთიანობაშია.


 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.