როგორ ვაქციოთ კვლევის შედეგები მკაფიო და გამართულ სამეცნიერო სტატიად? ამ თემაზე კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ემერიტუს-პროფესორი, გორდონ ჩერჩვორდი ესაუბრა.
შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ სამეცნიერო სტატიის მომზადების ძირითად ეტაპებს – კვლევითი კითხვის ჩამოყალიბებიდან ხელნაწერის გამოსაქვეყნებლად წარდგენამდე. პროფესორმა განმარტა, რას უნდა მოიცავდეს სტატიის თითოეული ნაწილი: შესავალი, მეთოდები, შედეგები და დისკუსია. მან პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარა სტუდენტებს სათაურისა და აბსტრაქტის მომზადების, მონაცემების წარმოდგენისა და კვლევის შეზღუდვების განხილვის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წერის სიცხადესა და აკადემიურ კეთილსინდისიერებას – წყაროების სწორად მითითებას, ავტორობის კრიტერიუმებსა და კვლევის შედეგების კეთილსინდისიერად აღწერას. საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამჭვირვალობასაც და ავტორის პასუხისმგებლობას ნაშრომის სიზუსტეზე.
შეხვედრამ სტუდენტებს გააცნო, როგორ მოამზადონ ნაშრომი ისე, რომ მკითხველმა ნათლად გაიგოს, რა შეისწავლეს, როგორ ჩაატარეს კვლევა და რას ნიშნავს მიღებული შედეგები.