KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ
Email Facebook WhatsApp

27 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდნენ და Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე სტუდენტებმა გაიგეს, რას გულისხმობს საერთაშორისო აკადემიური მობილობა, როგორ შეუძლიათ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და რას უნდა მიაქციონ ყურადღება განაცხადის მომზადებისას. საუბარი შეეხო კონკურსის პირობებს, შერჩევის ეტაპებს, საჭირო დოკუმენტაციასა და უცხო ენის ცოდნის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებას – განსხვავებული საგანმანათლებლო გარემოს გაცნობას, პროფესიული კონტაქტების დამყარებასა და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას. ასეთი გამოცდილება სტუდენტებს ეხმარება დამოუკიდებლობის განვითარებაში, ენობრივი უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი აკადემიური თუ პროფესიული ინტერესების უკეთ განსაზღვრაში.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები დეპარტამენტის მენეჯერისთვის, სალომე ქეშელაშვილისთვის და მიეღოთ განმარტებები პროგრამაში მონაწილეობისა და მოსამზადებელი ნაბიჯების შესახებ.

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტების საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებასა და მათ ჩართულობას გაცვლით პროგრამებში, რომლებიც სწავლისა და განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

28 Sep 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა გრძელდება და მოიცავს როგორც ინსტიტუციურ...

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.