KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

Kwiu-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში
Email Facebook WhatsApp

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო მისიით იმყოფებოდა ასტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში, ბირმინგჰემში, დიდი ბრიტანეთში.

მისია განხორციელდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის (COST) ფარგლებში, ევროპული რეზოლუციის ბიოლოგიის ქსელის – EU-RESOLVE-ის (CA24138) მხარდაჭერით. კვლევითი პროექტი ეხებოდა რეზოლუციის ლიპიდომიკასა და მიტოქონდრიულ ბიოენერგეტიკას, როგორც იშემიური ინსულტით გამოწვეული ანთების ადრეულ ბიომარკერებს.

მასპინძელი მკვლევრის, დოქტორ ირუნდიკა დიასის ხელმძღვანელობით, ნინო შარიქაძემ გაიარა პრაქტიკული ტრენინგი ლიპიდების ექსტრაქციის მეთოდებში, ნიმუშების მასსპექტრომეტრიულ ანალიზსა და მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციაში, ასევე Seahorse ტექნოლოგიის გამოყენებით მიტოქონდრიული ჟანგბადის მოხმარების შეფასებაში.

ვიზიტის ფარგლებში ნინო შარიქაძე ასევე დაესწრო ბირმინგჰემის უნივერსიტეტში ლაბორატორიული სწავლების ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ შეხვედრას და გაეცნო ბრიტანულ უნივერსიტეტებში ლაბორატორიული სწავლების პრაქტიკას.

მისიის ყველა ძირითადი დაგეგმილი მიზანი შესრულდა. ნიმუშების მასსპექტრომეტრიული ანალიზი წარმატებით ჩატარდა, ხოლო მიღებული ლიპიდომიკური მონაცემები ამჟამად მუშავდება. ასტონის უნივერსიტეტთან დამყარებული თანამშრომლობა და მიღებული გამოცდილება ხელს უწყობს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

ფოტომასალა
Image
Image

სხვა სიახლეები

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

28 Sep 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა გრძელდება და მოიცავს როგორც ინსტიტუციურ...

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.