KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვსუ-სა და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვსუ-სა და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის
Email Facebook WhatsApp

27 Jan 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მხიტარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს აკადემიური და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებისკენ.

შეთანხმების მიზანია სამედიცინო განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარება, აკადემიური გაცვლის ხელშეწყობა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი პარტნიორობისა და საერთაშორისო ჩართულობის განმტკიცებას.

შეხვედრის დასასრულს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი და აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, არჩილ უნდილაშვილი, დაჯილდოვდა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო მოწვეული პროფესორის წოდებით, რაც წარმოადგენს მისი პროფესიული საქმიანობისა და საერთაშორისო აკადემიურ პროცესებში შეტანილი წვლილის მნიშვნელოვან აღიარებას.

აღნიშნული მოვლენა ქმნის ახალ შესაძლებლობებს ერთობლივი პროექტების, პროფესიული განვითარების და გლობალურ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

10 Nov 2026

როგორ მოვამზადოთ ექიმი, რომელიც ფლობს თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებს, მზად არის ცვლილებებისთვის და ინარჩუნებს ჰუმანურობას? ამ კითხვას სხვადასხვა...

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

30 Oct 2026

როგორ ვაქციოთ კვლევის შედეგები მკაფიო და გამართულ სამეცნიერო სტატიად? ამ თემაზე კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ემორის უნივერსიტეტი...

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

27 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდნენ და Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ მიიღ...

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.