KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ემორის უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიური ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიური ვიზიტი
Email Facebook WhatsApp

24 Mar 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი აკადემიური ვიზიტი გაიმართა. უნივერსიტეტს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ემერიტუსი პროფესორი, გორდონ ჩერჩვორდი სტუმრობდა.


ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ჩერჩვორდი შეხვდა კვსუ-ის სტუდენტებს და გაუზიარა მრავალწლიანი აკადემიური და კლინიკური გამოცდილება. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მიეღოთ უშუალო პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.


პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზე სამედიცინო კარიერაში. მისი თქმით, ექიმის პროფესია არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვას, პასუხისმგებლობასა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას მოითხოვს. მან სტუდენტებს მოუწოდა, ადრეული ეტაპიდანვე ჩამოაყალიბონ პროფესიული იდენტობა და მუდმივად იზრუნონ თვითგანვითარებაზე.


შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა დროის ეფექტური მართვა იყო. პროფესორმა სტუდენტებს გაუზიარა პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ დააბალანსონ ინტენსიური სასწავლო პროცესი, კლინიკური პრაქტიკა და პირადი ცხოვრება. მან ხაზი გაუსვა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დისციპლინის მნიშვნელობას, რაც წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.


გორდონ ჩერჩვორდმა ასევე ისაუბრა თანამედროვე მედიცინის გამოწვევებზე, კვლევის როლსა და იმ უნარებზე, რომლებიც მომავალ ექიმებს კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო სამედიცინო სივრცეში. მან სტუდენტებს ურჩია, აქტიურად ჩაერთონ კვლევით საქმიანობაში, განავითარონ კრიტიკული აზროვნება და არ შეწყვიტონ სწავლა პროფესიული კარიერის განმავლობაში.


ვიზიტის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც სტუდენტებმა მიიღეს ინდივიდუალური რჩევები კარიერული განვითარების, საერთაშორისო შესაძლებლობებისა და სამედიცინო განათლების გზაზე არსებული გამოწვევების გადალახვის შესახებ.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.