KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

თეთრი ხალათის ცერემონია 2026

თეთრი ხალათის ცერემონია 2026
Email Facebook WhatsApp

26 Mar 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა თეთრი ხალათის ცერემონია - აკადემიური და სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ღონისძიება, რომელითაც კვსუ-ში ოფიციალურად აღვნიშნავთ ახალი სტუდენტების პროფესიული გზის დასაწყისს მედიცინის სფეროში.
 

ცერემონია დაიწყო წუთიერი დუმილით, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო სრულიად საქართველოს  ახლადშესვენებული  კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.
 

ცერემონიის ფარგლებში სტუდენტებს გადაეცათ უნივერსიტეტის ემბლემით გაფორმებული თეთრი ხალათები - ექიმის პროფესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო, რომელიც განასახიერებს არა მხოლოდ ცოდნისა და პრაქტიკული უნარებისკენ სწრაფვას, არამედ მაღალი ეთიკური სტანდარტების, ჰუმანურობისა და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვისადმი ერთგულებას.
 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი გამორჩეული სტუმრები და პარტნიორები, მათ შორის აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში - ალან პერსელი, ასევე აშშ-ის საელჩოსა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) წარმომადგენლები.
 

ცერემონიას ასევე ესწრებოდა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (მხითარ ჰერაცის სახელობის) ოფიციალური დელეგაცია, რექტორის, პროფესორ არმენ მურადიანის ხელმძღვანელობით, ვიცე-რექტორებთან - პროფესორ ხაჩატურ მარგარიანთან და პროფესორ კონსტანტინ იენკოიანთან ერთად.
 

თეთრი ხალათების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სპიკერები, მათ შორის ალან პერსელი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში; პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი (ვიდეომიმართვა), ექიმი მერი ჯო ლეკოვიჩი და გორდონ ჩერჩვორდი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ემერიტუსი პროფესორი.
 

ვიდეომიმართვაში ექიმმა მერი ჯო ლეკოვიჩმა ყურადღება გაამახვილა თეთრი ხალათის ღრმა სიმბოლურ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს არა მხოლოდ აკადემიურ მიღწევას, არამედ დიდ პასუხისმგებლობას, გახდე ექიმი, რომელიც საზოგადოების ნდობას იმსახურებს და პაციენტებისთვის უსაფრთხოების, ცოდნისა და თანაგრძნობის სიმბოლოდ იქცევა. მან სტუდენტებს მოუწოდა, შეინარჩუნონ თავმდაბლობა, ერთგულად დაიცვან პროფესიის ეთიკური საფუძვლები და მომავალში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადამიანების კეთილდღეობას მოახმარონ.
 

თავიანთ გამოსვლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ეკა ეკალაძემ, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მისიის მნიშვნელობას, აღზარდოს გლობალურად კონკურენტუნარიანი, მაღალი პროფესიული კომპეტენციისა და მტკიცე ეთიკური ღირებულებების მქონე ექიმები; ალან პერსელმა აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის გადამწყვეტი როლი თანამედროვე სამედიცინო განათლებაში; ხოლო პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეცნიერული ცნობისმოყვარეობის, აკადემიური პატიოსნების და უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე.
 

სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მიულოცა უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმაც. კვსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა ნიკოლოზ კვაჭაძემ, როგორც პრაქტიკოსმა ექიმმა, აღნიშნა, რომ მედიცინა მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის მუდმივი პასუხისმგებლობა ადამიანის სიცოცხლისა და კეთილდღეობის წინაშე, რომელიც ეფუძნება ემპათიას, ეთიკასა და პროფესიულ ღირსებას.
 

უფროსკურსელი სტუდენტების სახელით, პირველკურსელებს მიმართა ლოლიტა ხალვაშმა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მან ხაზი გაუსვა თანმიმდევრული შრომის, მდგრადობისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის მნიშვნელობას. მისი თქმით, თეთრი ხალათი არა დასრულებული გზის, არამედ მუდმივი სწავლისა და პროფესიული განვითარების დასაწყისის სიმბოლოა. 
 

საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სტუდენტთა ფიცის დადების ცერემონიალი, რომელიც ჩატარდა მოქმედი დეკანის, პროფესორ ნინო შიუკაშვილის ხელმძღვანელობით და აღნიშნავს სტუდენტების ოფიციალურ ინტეგრაციას სამედიცინო პროფესიის სივრცეში.


თეთრი ხალათის ცერემონია კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმოადგენს იმ ღირებულებების გამოხატულებას, რომელთა საფუძველზეც ყალიბდება მომავალი ექიმის პროფესიული იდენტობა,- მათ შორის, ცოდნისადმი სწრაფვა, პასუხისმგებლობა და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა. სწორედ ამ საწყისიდან იწყება გზა, რომელიც თითოეულ სტუდენტს არა მხოლოდ პროფესიონალად, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო პიროვნებად აყალიბებს.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.