KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კვსუ-ში

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კვსუ-ში
Email Facebook WhatsApp

30 Mar 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფიციალურ დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა რექტორი პროფესორი არმენ მურადიანი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ასევე ვიცე-რექტორები - პროფესორი ხაჩატურ მარგარიანი და პროფესორი კონსტანტინ იენკოიანი.


შეხვედრას, კვსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უძღვებოდა პროფესორი არჩილ უნდილაშვილი - კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სასწავლო სივრცეები და საუნივერსიტეტო კლინიკები, ასევე გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებს.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის აკადემიური გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივები.


შეგახსენებთ, რომ 2026 წლის იანვარში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, აკადემიური გაცვლის ხელშეწყობასა და გრძელვადიანი პარტნიორობის გაძლიერებას.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.