KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

სტუდენტური ინიციატივა და ვორქშოფების სერია - „გადაარჩინე სიცოცხლე”

სტუდენტური ინიციატივა და ვორქშოფების სერია - „გადაარჩინე სიცოცხლე”
Email Facebook WhatsApp

31 Mar 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით განხორციელდა სტუდენტთა ინიციატივით ორგანიზებული გადაუდებელი დახმარების ვორქშოფების პირველი სერია. 


ტრენინგების სერია - „გადაარჩინე სიცოცხლე” - ორგანიზებულია კვსუ-ის სტუდენტური კლუბის, Ken Walker Medical Society-ის მიერ, უნივერსიტეტის სიმულაციის ცენტრთან თანამშრომლობით.


ორმოდულიანი ტრენინგის მიზანია სტუდენტებისთვის სიცოცხლის გადამრჩენი ძირითადი კლინიკური უნარებისა და გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული მეთოდების განვითარება - იმ უნარების, რომლებიც კრიტიკულ მომენტებში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ადამიანის სიცოცხლისთვის.


ვორქშოფის პირველი სესია, რომელიც გაიმართა 27 მარტს, მოიცავდა გადაუდებელი დახმარების საბაზისო ინტერვენციებს, მათ შორის:


• კარდიოპულმონური რეანიმაცია (CPR) და სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS) - გულის გაჩერების შემთხვევაში მოქმედების ალგორითმს, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას და სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას სპეციალიზებული დახმარების მიღებამდე;


• ჰაიმლიხის მანევრი და სასუნთქი გზების მართვა (ინტუბაცია) - გადაუდებელ სიტუაციებში კრიტიკული მნიშვნელობის უნარებს სასუნთქი გზების ობსტრუქციის აღმოსაფხვრელად და სუნთქვის აღსადგენად.


ტრენინგი განხორციელდა სიმულაციაზე დაფუძნებულ გარემოში, რაც სტუდენტებს აძლევდა შესაძლებლობას, რეალურ კლინიკურ სცენარებთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში განევითარებინათ პრაქტიკული უნარები. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის როგორც პროფესიულ თავდაჯერებულობას, ასევე სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს.


აღსანიშნავია კვსუ-ის სიმულაციური ცენტრის მნიშვნელოვანი როლი სტუდენტური ინიციატივის განხორციელებაში. ცენტრმა უზრუნველყო როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საგანმანათლებლო მხარდაჭერა - შესაბამისი სივრცე, თანამედროვე სიმულაციური აღჭურვილობა და პრაქტიკული სწავლებისთვის აუცილებელი რესურსები. ცენტრის თანამშრომლები ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი ვორქშოფის სტრუქტურისა და პრაქტიკული კომპონენტების დაგეგმვაში, რაც მონაწილეებს სთავაზობდა მაღალი ხარისხის, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სასწავლო გამოცდილებას.


ვორქშოფის მთავარი გზავნილი ნათელია - გადაუდებელ მედიცინაში ყოველი წამი გადამწყვეტია.


ვორქშოფის მეორე სესია, რომელიც გაიმართება 3 აპრილს, მოიცავს:
• სისხლდენის მართვის ტექნიკებს
• დამწვრობის მართვას
• სპორტული ტრავმების საწყის მართვას, მათ შორის დაჭიმულობებსა და მოტეხილობებს


პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.


კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტურ ინიციატივებს და ქმნის გარემოს, სადაც თეორიული ცოდნა ეფექტურად ტრანსფორმირდება პრაქტიკულ გამოცდილებად - მომავალი ექიმების რეალური პროფესიული მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.