KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

დედა ენის დღე

დედა ენის დღე
Email Facebook WhatsApp

14 Apr 2026

კვსუ-ში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა გაიმართა, რომელშიც საერთაშორისო სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ. ღონისძიება მოიცავდა როგორც შემეცნებით ლექციას, ისე სახალისო გასართობ აქტივობებს.
 

სტუდენტებს სხვადასხვა გამოსახულების ქართულად დასახელება ევალებოდათ. მონაწილეებმა დავალებას ძალიან კარგად გაართვეს თავი და მაღალი ჩართულობა და ინტერესი გამოავლინეს. სახალისო აქტივობებისა და შეჯიბრის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
 

ქართული ენის სწავლება კვსუ-ს მედიცინის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ენის ცოდნა მათ შესაძლებლობას აძლევს ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ პაციენტებთან, კლინიკურ პერსონალთან და სრულფასოვნად შეაგროვონ სამედიცინო ისტორია კლინიკურ ბაზებზე პრაქტიკის განმავლობაში.
 

საქართველოში დედა ენის დღე ყოველწლიურად 14 აპრილს აღინიშნება და უკავშირდება 1978 წლის ისტორიულ მოვლენებს, როდესაც საზოგადოების ფართო პროტესტის შედეგად ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. ეს დღე ხაზს უსვამს ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან როლს.
 

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს არა მხოლოდ ენის სწავლას, არამედ სტუდენტების ინტეგრაციასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.