KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ერთდღიანი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

ერთდღიანი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
Email Facebook WhatsApp

27 Apr 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გვჯერა, რომ სიცოცხლის გადამრჩენი უნარები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
 

კვსუ-ის სიმულაციური ცენტრის ინიციატივით, თბილისის 31-ე საჯარო სკოლის VIII-X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ერთდღიან გადაუდებელი დახმარების ტრენინგში.
 

მოწვეული ლექტორების - გვანცა ჯაჭვაძისა და ლუკა კუჭავას ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა შეიძინეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული უნარები გადაუდებელ სიტუაციებში სწორი რეაგირებისთვის.
 

ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს:
•    გულ-ფილტვის რეანიმაცია (CPR);
•    სისხლდენის ეფექტური კონტროლი;
•    ჰაიმლიხის მანევრი (დახრჩობის შემთხვევაში დახმარების ტექნიკა).
 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო CPR-ს, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან უნარს. პრაქტიკული სესიები ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში, სპეციალური სასწავლო მანეკენების გამოყენებით, რაც მონაწილეებს დაეხმარა ცოდნის გაღრმავებასა და რეალურ სიტუაციებთან დაახლოებაში.
 

უნივერსიტეტის ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სიმულაციური ცენტრი, გაეცნენ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს და პრაქტიკულ სასწავლო გარემოს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თანამედროვე ანატომიურმა მულაჟმა, რომელიც ამ ეტაპზე უნიკალურია საქართველოში და ხელმისაწვდომია მხოლოდ კვსუ-ში.
 

ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, თავდაჯერებულობისა და კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური რეაგირების უნარის განვითარება. აქტივობას სკოლის მხრიდან კოორდინაციას უწევდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია გაფრინდაშვილი.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.