KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეების ვიზიტი

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეების ვიზიტი
Email Facebook WhatsApp

15 May 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „მწვანე სკოლის“ მე-6 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. სტუმრობის ფარგლებში ბავშვები უნივერსიტეტის სასწავლო გარემოსა და სამედიცინო განათლების პრაქტიკულ მიმართულებებს გაეცნენ.


დღე სიმულაციური ცენტრის დათვალიერებით დაიწყო, სადაც მოსწავლეებმა თანამედროვე სამედიცინო მანეკენები და სიმულაციებზე დაფუძნებული სწავლების პროცესი ახლოდან ნახეს.
 

ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ანატომიის ლაბორატორიაში სტუმრობა აღმოჩნდა, სადაც მოსწავლეებმა ადამიანის ანატომიური მანეკენი დაათვალიერეს და ადამიანის სხეულის აგებულების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს.
 

პროგრამა გაგრძელდა ინტერაქციული აქტივობით - „რომელი ორგანო ვარ?“, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეებმა ადამიანის ორგანიზმის შესახებ ცოდნა სახალისო და შემეცნებითი ფორმატით გაიღრმავეს.
 

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ლაბორატორიულმა აქტივობამაც - მოსწავლეებმა მიკროსკოპებში ჩაიხედეს, დაათვალიერეს პრეპარატები და მიკროსამყაროს აღმოჩენის შესაძლებლობა თავად გამოცადეს.
ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი CPR-ის პრაქტიკული სესია იყო, სადაც ბავშვებმა გულ-ფილტვის რეანიმაციის ძირითადი პრინციპები შეისწავლეს და შესაბამისი მანიპულაციების შესრულებაც თავად სცადეს.
 

ვიზიტის დასასრულს „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებმა უნივერსიტეტს განსაკუთრებული სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს წარწერით -
“Two places, One connection, A friendship begins” - რაც ამ დღის ყველაზე თბილ სიმბოლოდ და ახალი ურთიერთობის დასაწყისად იქცა.
 

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის „მწვანე სკოლას“ სტუმრობისთვის და მოსწავლეებს მომავალ წარმატებებს უსურვებს.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.