KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

კვსუ-ის პროფესორი საერთაშორისო ჯანდაცვის ინოვაციების ფორუმზე

კვსუ-ის პროფესორი საერთაშორისო ჯანდაცვის ინოვაციების ფორუმზე
Email Facebook WhatsApp

5 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის დეპარტამენტის – პრეკლინიკური მიმართულება: კვლევის მეთოდოლოგია და მართვა – პროფესორმა, ნონა ჯანიკაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „From Ideas to Impact: Emerging Health Technologies in Action“.

ღონისძიება ევროკავშირის კიბოს მისიისა და ინოვაციური ჯანდაცვის ინიციატივის პრიორიტეტების ფარგლებში გაიმართა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები გააერთიანა.

ფორუმის ფარგლებში პროფესორმა ნონა ჯანიკაშვილმა წარადგინა ხედვა, რომელიც ციფრული ჯანმრთელობისა და ზუსტი მედიცინის მიმართულებით ინტეროპერაბელური ინფრასტრუქტურის შექმნასა და ინოვაციების ინკუბაციის ხელშეწყობას ეხებოდა.

მისი პრეზენტაცია ღონისძიების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გამოსვლად დასახელდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მზარდ საერთაშორისო აღიარებასა და ჩართულობას ჯანდაცვის ინოვაციების სფეროში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ევროპული აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. განხილვის მთავარი თემები იყო მომავალი პარტნიორობები, ერთობლივი კვლევითი ინიციატივები და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობები, მათ შორის, Horizon Europe-ის პროგრამის ფარგლებში.

„ბრიუსელში გამართული ფორუმი იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილებისა და იდეების გასაზიარებლად. მოხარული ვარ, რომ კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შეძლო საკუთარი ხედვის წარდგენა ციფრული ჯანმრთელობისა და ზუსტი მედიცინის მიმართულებით. მსგავსი ღონისძიებები ახალ შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის“, - აღნიშნავს პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი.

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობების გაფართოებას და განათლების, კვლევისა და ჯანდაცვის მიმართულებებით ინოვაციების გლობალური განვითარების ხელშეწყობას. უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებსა და პროფესიულ ქსელებში კიდევ უფრო აძლიერებს კვსუ-ის პოზიციებს საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში.
 

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.