KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2026

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2026
Email Facebook WhatsApp

8 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც KWIU-ისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევარები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა.


კონფერენცია KWIU-ის სტუდენტური კლუბის - სტუდენტური სამეცნიერო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, ფართო აუდიტორიისთვის წარედგინათ საკუთარი კვლევები, გაეზიარებინათ გამოცდილება და ჩართულიყვნენ სამეცნიერო დისკუსიებში.
ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის ექიმი და სამედიცინო ტოქსიკოლოგიის პროგრამის მკვლევარი, თორი ერჰარდტი. იგი გაეცნო სტუდენტურ პრეზენტაციებს, პოსტერულ ნაშრომებს და მონაწილეებთან ერთად განიხილა მათი კვლევითი პროექტები.


კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა როგორც ზეპირ, ისე პოსტერულ პრეზენტაციებს თანამედროვე მედიცინისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების აქტუალურ საკითხებზე. წარმოდგენილი თემები შეეხებოდა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს, გენურ თერაპიას, რეგენერაციულ მედიცინას, ბაქტერიოფაგურ კვლევებს, ონკოლოგიას, ქალთა ჯანმრთელობას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მედიცინაში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თანამედროვე გამოწვევებს.


KWIU-ის სტუდენტებმა წარადგინეს კვლევები კლინიკური მედიცინის, სამედიცინო განათლების, ჯანდაცვის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით. მათი ნამუშევრები კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა სტუდენტებში სამეცნიერო საქმიანობისადმი მზარდ ინტერესს, კვლევითი უნარების განვითარებასა და აკადემიურ აქტიურობას.


კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა არა მხოლოდ საკუთარი კვლევები წარადგინეს, არამედ ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, იდეები და ხედვები სამედიცინო მეცნიერების თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ. ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა სამეცნიერო თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისთვის.
კონფერენციის სპეციალურმა სტუმარმა, ექიმმა თორი ერჰარდტმა, სტუდენტების აკადემიური მომზადება და პროფესიონალიზმი განსაკუთრებით გამოყო.


„კონფერენციამ ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი როგორც სისტემური მიმოხილვები, ისე ორიგინალური კვლევები საინტერესო იყო. აშკარად ჩანდა, რომ მონაწილეები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკუთარ ნამუშევრებს და პრეზენტაციებისთვის საფუძვლიანად მოემზადნენ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მათი თავდაჯერებულობა და პროფესიონალიზმი. ჩემთვის დიდი პატივია მათთან შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ისინი უკვე წარმატებული პროფესიული გზის დასაწყისში არიან“, - აღნიშნა თორი ერჰარდტმა.


სტუდენტური სამეცნიერო ასოციაციის წარმომადგენელმა ზაჰრა სირაჯმა კონფერენციის ორგანიზების გამოცდილებაზე ისაუბრა:
 

„ეს იყო პირველი კონფერენცია, რომელიც ჩვენი სტუდენტური სამეცნიერო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და შედეგით ნამდვილად ვამაყობთ. ღონისძიების მომზადების პროცესში მრავალმხრივი და მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინეთ - აბსტრაქტების შეფასებიდან დაწყებული, მონაწილეებთან კომუნიკაციითა და საორგანიზაციო საკითხების კოორდინაციით დასრულებული. ყველაზე სასიამოვნო კი იმის დანახვა იყო, თუ როგორ იქცა ჩვენი იდეები და გაწეული შრომა წარმატებულ შედეგად“.


კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, KWIU-ის სტუდენტმა ლოლიტა ხალვაშმა, ღონისძიების მასშტაბსა და მონაწილეთა მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება:
 

„კონფერენციამ 100-ზე მეტ მონაწილეს მოუყარა თავი. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების კვსუ-ში ხილვა, რომლებიც ერთმანეთს საკუთარ კვლევებს უზიარებდნენ, აზრებს ცვლიდნენ და აქტიურად ერთვებოდნენ სამეცნიერო დისკუსიებში. გვჯერა, რომ ეს კონფერენცია ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალ წლებში კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს“.
 

ფადი თარექ მანსურმა კონფერენციის საორგანიზაციო პროცესსა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა:
 

„ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს განსაკუთრებული გამოცდილება იყო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობა. პროცესმა მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, თუმცა თითოეულმა სირთულემ ახალი გამოცდილება შეგვძინა. განსაკუთრებით საინტერესო იყო მონაწილეების კვლევებისა და აკადემიური ინტერესების გაცნობა. ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო საკუთარი ლიტერატურული მიმოხილვის წარდგენაც. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო კონფერენციას ვიხილავთ“.
 

მარიამ თარექ მანსურმა კი კონფერენციის აკადემიური მნიშვნელობა და მონაწილეთა ჩართულობა გამოყო:


„კონფერენცია სამედიცინო ინოვაციებს მიეძღვნა და ძალიან სასიამოვნო იყო თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მასპინძლობა. მონაწილეებმა არა მხოლოდ საკუთარი კვლევები წარადგინეს, არამედ ერთმანეთისთვის გამოცდილებისა და იდეების გაზიარების შესაძლებლობაც შექმნეს. განსაკუთრებით მაღალი დონით გამოირჩეოდა როგორც ზეპირი, ისე პოსტერული პრეზენტაციები. ვამაყობთ იმ შედეგით, რომელსაც პირველივე ღონისძიებაზე მივაღწიეთ და გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ და წარმატებულ კონფერენციებს ჩავატარებთ“.
 

კონფერენციის დასასრულს მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სტუდენტების მაღალი აკადემიური მოტივაცია, კვლევითი პოტენციალი და KWIU-ის ერთგულება კვლევაზე დაფუძნებული განათლების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამეცნიერო ინიციატივების მხარდაჭერის მიმართ.
 

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია KWIU-ში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ახალგაზრდა მკვლევართა გაძლიერებისა და სამეცნიერო კულტურის განვითარების მიმართულებით და საფუძველს უყრის ტრადიციას, რომელიც მომავალ წლებში კიდევ უფრო მასშტაბური და წარმომადგენლობითი გახდება.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.