KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ECCES 2026 - სამედიცინო განათლების განვითარება

ECCES 2026 - სამედიცინო განათლების განვითარება
Email Facebook WhatsApp

18 Jun 2026

ECCES 2026

სამედიცინო განათლების განვითარება

ინტერნაციონალიზაცია, ინოვაცია და აკადემიური წარმატება

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ უმაღლესი განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ ლიდერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ექსპერტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს აკადემიური წრის წარმომადგენლებს, განათლებაში პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს, მკვლევრებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საერთაშორისო კონფერენციაზე ECCES 2026 - სამედიცინო განათლების განვითარება: ინტერნაციონალიზაცია, ინოვაცია და აკადემიური წარმატება.

მისი მიზანია მაღალი დონის საკომუნიკაციო და თანამშრომლობითი პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს უმაღლესი განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ ლიდერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ექსპერტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს გამოცდილების გაცვლის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 12-13 ოქტომბერს სასტუმრო ბილტმორში (რუსთაველის გამზირი 29, თბილისი, საქართველო).

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, ინტერკულტურული თანამშრომლობისა და აკადემიური განვითარების სფეროში გლობალური თანამშრომლობის შესახებ დიალოგს. ღონისძიება შექმნის მნიშვნელოვან პლატფორმას განათლებაში პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, აკადემიური ლიდერების, მკვლევრებისა და ინსტიტუციური პარტნიორებისათვის, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და განიხილონ საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერის ინოვაციური მიდგომები უმაღლესი სამედიცინო განათლების სივრცეში.

გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუციების, მათ შორის ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების, აგრეთვე საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.

ECCES 2026-ში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები და წარმომადგენლები ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა:

  • სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME)
  • სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია (AMEE)
  • ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია (AMSE)

ასევე პროფესორები, კლინიცისტები და აკადემიური ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენციის თემატიკა

  • ინტერნაციონალიზაცია უმაღლეს და სამედიცინო განათლებაში
  • ინტერკულტურული განათლება და თანამშრომლობა
  • ხარისხის უზრუნველყოფა და აკადემიური კეთილსინდისიერება
  • სტუდენტთა მხარდაჭერა, კეთილდღეობა და აკადემიური წარმატება
  • ინოვაციები განათლებასა და ინსტიტუციურ განვითარებაში
  • ჯანდაცვის პროფესიული განათლება გლობალურ კონტექსტში
  • გლობალური აკადემიური განვითარების სტრატეგიული პერსპექტივები
  • პარტნიორობა ინსტიტუციებს, სისტემებსა და სექტორებს შორის

აბსტრაქტების მიღება

კონფერენციის აბსტრაქტებს წარადგენენ მკვლევარები, პედაგოგები, პოლიტიკის შემმუშავებლები და პრაქტიკოსები.

შერჩეული აბსტრაქტები წარმოდგენილი იქნება კონფერენციის ფარგლებში და გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში.

სპიკერების, რეგისტრაციისა და აბსტრაქტების წარდგენის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კონფერენციის ვებგვერდზე. მონაწილეებს ასევე შეუძლიათ რეგისტრაციისა და აბსტრაქტების ონლაინ რეჟიმში წარდგენა.

მნიშვნელოვანი თარიღები

  • ადრეული რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2026 წლის 31 ივლისი
  • აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა – 2026 წლის 31 ივლისი
  • აბსტრაქტების მიღების შესახებ შეტყობინება – 2026 წლის 10 სექტემბერი
  • კონფერენციის ჩატარების თარიღები – 2026 წლის 12-13 ოქტომბერი

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა

კონფერენციაში მონაწილეობა გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას:

  • შეხვდეთ საერთაშორისო ექსპერტებს, განათლებაში პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებსა და აკადემიურ ლიდერებს, რომლებიც განსაზღვრავენ უმაღლესი სამედიცინო განათლების მომავალს;
  • გაიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და ინოვაციური მიდგომები საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერის მიმართულებით;
  • გაეცნოთ გლობალურ ხედვებს ხარისხის უზრუნველყოფის, აკრედიტაციისა და აკადემიური სტანდარტების შესახებ;
  • განიხილოთ სამედიცინო განათლების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და ინსტიტუციური სტრატეგიები;
  • დაამყაროთ საერთაშორისო პარტნიორობები და თანამშრომლობითი ქსელები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, ორგანიზაციასა და ინსტიტუციასთან;
  • წვლილი შეიტანოთ ინკლუზიური, მაღალი ხარისხისა და კულტურულად მგრძნობიარე საგანმანათლებლო სისტემების შესახებ გლობალურ დიალოგში.

კონფერენცია შექმნის შთამაგონებელ გარემოს ცოდნის გაცვლის, თანამშრომლობისა და სტრატეგიული დიალოგისთვის უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო წარმომადგენლებს შორის.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

  • უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული პერსონალი;
  • სამედიცინო სკოლების აკადემიური და სასწავლო პერსონალი;
  • უმაღლესი განათლების სფეროს პოლიტიკის შემმუშავებლები;
  • საერთაშორისო განათლების ექსპერტები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლები;
  • ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სპეციალისტები;
  • სამედიცინო და უმაღლესი განათლების სფეროს მკვლევრები;
  • სტუდენტთა მხარდაჭერისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისების წარმომადგენლები.

კონფერენცია განკუთვნილია იმ პროფესიონალებისა და ინსტიტუციებისთვის, რომლებიც ერთგულნი არიან უმაღლეს სამედიცინო განათლებაში ხარისხის, ინტერნაციონალიზაციისა და სტუდენტთა წარმატების განვითარების მიმართ.

ჩატარების ადგილი

კონფერენცია გაიმართება The Biltmore Hotel-ში, რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ და კულტურულ ცენტრში - რუსთაველის გამზირზე.

თბილისი თანამედროვე ევროპული დედაქალაქია, რომელიც გამოირჩევა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, ისტორიული არქიტექტურითა და დინამიკური აკადემიური გარემოთი. ქალაქი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სივრცეს და საერთაშორისო სტუმრებსა და მეცნიერებს სთავაზობს თბილ და მასპინძლურ გარემოს.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ ჩაერთონ მაღალი დონის აკადემიურ დისკუსიებში, არამედ გაეცნონ საქართველოს კულტურას, ტრადიციებსა და ცნობილ სტუმართმოყვარეობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

📧 conference@kwiu.edu.ge

🌐 conference.kwiu.edu.ge

📞 +995 599 635 533

სხვა სიახლეები

ადიქციური მედიცინა და პაციენტების გადაუდებელი სტაბილიზაცია

ადიქციური მედიცინა და პაციენტების გადაუდებელი სტაბილიზაცია

19 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრძელდება ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის ექიმისა და სამედიცინო ტოქსიკოლოგიის მკვლ...

ნარატიული მედიცინის ლექციათა ციკლი

ნარატიული მედიცინის ლექციათა ციკლი

17 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყო ნარატიული მედიცინის ლექციათა ციკლი, რომელსაც სტუდენტებისთვის ატარებს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკო...

პრაქტიკული რჩევები ამერიკის რეზიდენტურისთვის – თორი ერჰარდტის შეხვედრები სტუდენტებთან

პრაქტიკული რჩევები ამერიკის რეზიდენტურისთვის – თორი ერჰარდტის შეხვედრები სტუდენტებთან

16 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრძელდება ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის ექიმისა და სამედიცინო ტოქსიკოლოგიის მკვლ...

სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე

სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე

14 Jun 2026

„ჰუმანურობის ერთი წვეთი. გაიღე სისხლი. გადაარჩინე სიცოცხლე“ – 14 ივნისს კვსუ-ის სტუდენტები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ კეთილი საქმისთვის. ჰემატოლოგიის ი...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.