KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ადიქციური მედიცინა და პაციენტების გადაუდებელი სტაბილიზაცია

ადიქციური მედიცინა და პაციენტების გადაუდებელი სტაბილიზაცია
Email Facebook WhatsApp

19 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრძელდება ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის ექიმისა და სამედიცინო ტოქსიკოლოგიის მკვლევარის, დოქტორ თორი ერჰარდტის, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ლექციებისა და პრაქტიკული სესიების ციკლი.

მორიგი სასწავლო შეხვედრა დაეთმო ადიქციურ მედიცინას, მოწამლული პაციენტების გადაუდებელ სტაბილიზაციასა და დამოკიდებულების გრძელვადიან მართვას. სესიის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ თანამედროვე მიდგომებს ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პაციენტების მართვისა და გადაუდებელ სიტუაციებში კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით.

ლექციის შემდეგ გაიმართა პრაქტიკული ნაწილი, რომლის დროსაც მონაწილეებმა სიმულაციურ გარემოში იმუშავეს სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევაზე. სტუდენტებმა პრაქტიკაში გამოსცადეს პაციენტზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ასპექტები, განივითარეს კლინიკური აზროვნება და მიიღეს პროფესიული უკუკავშირი როგორც ლექტორის, ისე თანაკურსელებისგან.

დოქტორმა თორი ერჰარდტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო განათლებაში თეორიული ცოდნის რეალურ ან სიმულირებულ კლინიკურ გარემოში გამოყენება. მისი შეფასებით, მსგავსი აქტივობები სტუდენტებს ეხმარება არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებაში, არამედ პროფესიული თავდაჯერებულობის, კომუნიკაციისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებაშიც.

თორი ერჰარდტის ვიზიტი KWIU-ში მოიცავს ლექციებს, მცირე ჯგუფურ სესიებს, პრაქტიკულ აქტივობებსა და მენტორულ შეხვედრებს, რომლებიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ამერიკული სამედიცინო განათლებისა და კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე მიდგომებს.

მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ფორმატები კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ პროფესიული უნარები და უკეთ მოემზადონ მომავალი სამედიცინო საქმიანობისთვის.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.