KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

Gita-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება
Email Facebook WhatsApp

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა FinTech (ფინანსური განათლება). სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, შექმნან ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტები რეალური ფინანსური გამოწვევებისთვის.

რა გამოწვევებზე იმუშავებენ მონაწილეები?

  1. ფინანსური სერვისების ინტეგრაცია: ახალი ფინანსური ტექნოლოგიების არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია რთულია, ხოლო მომხმარებელს უჭირს მრავალფეროვან სერვისებში ოპტიმალურის არჩევა.
  2. გრძელვადიანი დაგეგმვა: გრძელვადიანი ფინანსური გადაწყვეტილებები (ინვესტიციები, საპენსიო დანაზოგები) აღიქმება რთულ პროცესად, რაც დაბალ ჩართულობას იწვევს.
  3. ფინანსური უსაფრთხოება: მომხმარებლები ხშირად ხდებიან ფინანსური თაღლითობისა და კიბერდამნაშავეების მსხვერპლი დაბალი ინფორმირებულობისა და უყურადღებო ქცევის გამო.
  4. ყოველდღიური ფინანსები: ადამიანებს უჭირთ ყოველდღიური ხარჯების გონივრული მართვა, ბიუჯეტირება და მიზნობრივი დანაზოგის შექმნა.
  5. მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები: მცირე ბიზნესებს აკლიათ მარტივი ინსტრუმენტები ფულადი ნაკადების (Cash Flow) წინასწარ გასაანალიზებლად, რაც მოულოდნელ ფინანსურ კრიზისებს იწვევს.

რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?

  • პირველადგილოსანი სტუდენტური გუნდი გაემგზავრება გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენცია WEB SUMMIT-ზე.
  • 20,000 ლარის ოდენობის გრანტი.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის, 17 წლის და უფროსი ასაკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ გუნდურად.

შიდა კონკურსის შედეგად, ჩვენს უნივერსიტეტს ფინალში წარმოადგენს 1 საუკეთესო გუნდი (2–4 სტუდენტი + 1 მენტორი).

კონკურსის განრიგი

  • საინფორმაციო შეხვედრები და ვორქშოფები უნივერსიტეტში
  • ონლაინ სესიები იდეის დახვეწასა და Pitch Deck-ის მომზადებაზე
  • 26–30 ოქტომბერი: ინტენსიური ტრენინგები (AI/ML, Software Dev, მეწარმეობა), მენტორშიფი და პროტოტიპირება FabLab-ში
  • 2 ნოემბერი: Demo Day თბილისის ტექნოპარკში

პროექტის განმახორციელებელი: „ინოვაციური განათლების ფონდი“

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი

სარეგისტრაციო ფორმა: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo

სხვა სიახლეები

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.