KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

Kwiu-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე
Email Facebook WhatsApp

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელით მონაწილეობდნენ AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 22-26 აგვისტოს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა.

AMEE 2026-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამედიცინო განათლების სპეციალისტები, მკვლევარები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა და სამედიცინო განათლებაში არსებული გამოცდილების, კვლევების, თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვანი საერთაშორისო სივრცე შექმნა.

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, სიმპოზიუმებს, ინტერაქტიულ ვორქშოფებსა და კვლევით პრეზენტაციებს. განხილული იყო სამედიცინო განათლების მომავალი და მისი როლი თანამედროვე ჯანდაცვის განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას განათლებაში, სწავლებისა და შეფასების ინოვაციურ მეთოდებს, ინტერპროფესიულ განათლებას, ხარისხის გაუმჯობესებასა და განათლების კვლევის თანამედროვე მიმართულებებს.

AMEE 2026-ში მონაწილეობამ KWIU-ის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ სამედიცინო განათლების სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებს, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება, დაემყარებინათ ახალი კავშირები და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს KWIU-ში სამედიცინო განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას, აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში ინოვაციური მიდგომების დანერგვას.

KWIU-ის წარმომადგენლები ვენიდან ახალი იდეებით, მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივებით დაბრუნდნენ.

ფოტომასალა
Image
Image

სხვა სიახლეები

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

28 Sep 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა გრძელდება და მოიცავს როგორც ინსტიტუციურ...

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.