KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ექიმი, თორი ერჰარდტი კვსუშ-ში

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ექიმი, თორი ერჰარდტი კვსუშ-ში
Email Facebook WhatsApp

12 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის ექიმი და სამედიცინო ტოქსიკოლოგიის ფელოუ თორი ერჰარდტი.

თორი ერჰარდტმა სამედიცინო განათლება მიიღო FIU Herbert Wertheim College of Medicine-ში, ხოლო გადაუდებელი მედიცინის რეზიდენტურა ემორის უნივერსიტეტში დაასრულა. მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს სამედიცინო განათლებას, გადაუდებელ მედიცინას, ადიქციურ მედიცინასა და კლინიკურ სწავლების მეთოდებს.

ვიზიტის ფარგლებში ექიმი ერჰარდტი ჩაერთვება სხვადასხვა აკადემიურ და საგანმანათლებლო აქტივობაში, მათ შორის სიმულაციურ სწავლებაში, ნარატიული მედიცინის სესიებში, კლინიკურ დაკვირვებასა და სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრებში.

თორი ერჰარდტის ვიზიტი სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ ამერიკული სამედიცინო განათლებისა და კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე მიდგომებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და ჩაერთონ საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიესალმება თორი ერჰარდტის ვიზიტს და მადლობას უხდის მას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოს განვითარებაში.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

10 Nov 2026

როგორ მოვამზადოთ ექიმი, რომელიც ფლობს თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებს, მზად არის ცვლილებებისთვის და ინარჩუნებს ჰუმანურობას? ამ კითხვას სხვადასხვა...

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

30 Oct 2026

როგორ ვაქციოთ კვლევის შედეგები მკაფიო და გამართულ სამეცნიერო სტატიად? ამ თემაზე კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ემორის უნივერსიტეტი...

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

27 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდნენ და Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ მიიღ...

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.