KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

პრაქტიკული რჩევები ამერიკის რეზიდენტურისთვის – თორი ერჰარდტის შეხვედრები სტუდენტებთან

პრაქტიკული რჩევები ამერიკის რეზიდენტურისთვის – თორი ერჰარდტის შეხვედრები სტუდენტებთან
Email Facebook WhatsApp

16 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრძელდება ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის ექიმისა და სამედიცინო ტოქსიკოლოგიის მკვლევარის, თორი ერჰარდტის ვიზიტი.

ვიზიტის ფარგლებში ექიმი თორი ერჰარდტი KWIU-ის სტუდენტებთან ინდივიდუალურ მენტორულ შეხვედრებსა და იმიტირებულ ინტერვიუებს ატარებს, რაც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეზიდენტურის პროგრამებზე განაცხადის პროცესისთვის მომზადებაში ეხმარება.

შეხვედრების განმავლობაში სტუდენტები იღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს ინტერვიუს ტექნიკების, პროფესიული კომუნიკაციის, პერსონალური განცხადების მომზადების, სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის, კლინიკური გამოცდილების დაგროვებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ, რომლებიც ამერიკულ რეზიდენტურაში წარმატებული განაცხადისთვის აუცილებელია.

იმიტირებული ინტერვიუების ფორმატი მონაწილეებს რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ გამოცდილებას სთავაზობს. თითოეული შეხვედრის შემდეგ სტუდენტები იღებენ დეტალურ და პერსონალიზებულ უკუკავშირს, რაც მათ საკუთარი ძლიერი მხარეების უკეთ წარმოჩენასა და გასაუმჯობესებელი მიმართულებების იდენტიფიცირებაში ეხმარება.

მენტორული სესიების ფარგლებში სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, ინდივიდუალურად განიხილონ საკუთარი აკადემიური და პროფესიული მიზნები, მიიღონ კარიერული განვითარების რეკომენდაციები და გაეცნონ საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კარიერული გზების დაგეგმვის პრაქტიკულ ასპექტებს.

აღნიშნული ინიციატივა KWIU-ის სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ ამერიკელი ექიმისა და მკვლევრისგან მიიღონ გამოცდილებაზე დაფუძნებული რჩევები და უკეთ მოემზადონ საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობებისთვის.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.