KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

Syndaver-ის გამოყენებით პრაქტიკული სწავლება კვსუ-ში

SynDaver-ის გამოყენებით პრაქტიკული სწავლება კვსუ-ში
Email Facebook WhatsApp

23 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება თანამედროვე სიმულაციური ტექნოლოგიების გამოყენებით აქტიურად მიმდინარეობს. უნივერსიტეტის სიმულაციური სწავლების ცენტრში სტუდენტები სწავლების პროცესში იყენებენ SynDaver-ის მაღალტექნოლოგიურ სინთეტიკურ ანატომიურ მოდელს, რომელიც ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების რეალისტურ სტრუქტურასა და თვისებებს ასახავს.

SynDaver თანამედროვე სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ინოვაციური რესურსია, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სამგანზომილებიან სივრცეში შეისწავლონ ადამიანის ანატომია, ორგანოთა სისტემების აგებულება, მათი მდებარეობა და ურთიერთკავშირი. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სივრცით ანატომიურ აღქმას და ხელს უწყობს კლინიკური აზროვნების განვითარებას.

სწავლების პროცესში სტუდენტები მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან აკავშირებენ, რაც მათ უკეთ ამზადებს კლინიკური დისციპლინების შესწავლისა და მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის. რეალისტური სასწავლო გარემო უზრუნველყოფს პრაქტიკული უნარების განვითარებას უსაფრთხო და ეფექტიან პირობებში.

სიმულაციური სწავლება თანამედროვე სამედიცინო განათლების განუყოფელი ნაწილია. SynDaver-ის გამოყენება სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ანატომიური და კლინიკური ცოდნა უფრო ღრმად გაიაზრონ და პრაქტიკულ კონტექსტში გამოიყენონ.

SynDaver-ის ტექნოლოგია მსოფლიოს არაერთ წამყვან სამედიცინო სკოლასა და სასწავლო ცენტრში გამოიყენება, როგორც ანატომიისა და კლინიკური სწავლების თანამედროვე და ეფექტიანი ინსტრუმენტი. მისი ინტეგრირება KWIU-ის სასწავლო პროცესში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მისწრაფებას, სტუდენტებს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული სამედიცინო განათლება.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

28 Sep 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა გრძელდება და მოიცავს როგორც ინსტიტუციურ...

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.