KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ტრავმათერაპია, ადიქციური მედიცინა და გამოჯანმრთელების გზა

ტრავმათერაპია, ადიქციური მედიცინა და გამოჯანმრთელების გზა
Email Facebook WhatsApp

11 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა სარეაბილიტაციო ცენტრ „ნებას“ დამფუძნებელთან და თერაპიული პროცესის ხელმძღვანელთან, თამაზ ტუღუშთან. ღონისძიება ჩატარდა კვსუ-ში მიმდინარე ადიქციური მედიცინის საგანმანათლებლო ციკლის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა თორი ერდჰარტი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის ექიმი და სამედიცინო ტოქსიკოლოგიის ფელოუ.
 

შეხვედრის მთავარი თემა იყო ტრავმათერაპია, დამოკიდებულების მედიცინა და გამოჯანმრთელების პროცესი. თამაზ ტუღუში სტუდენტებს ესაუბრა განვითარების, შოკური და ბავშვობის ტრავმების ხანგრძლივი გავლენისა და იმ მჭიდრო კავშირის შესახებ, რომელიც ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პროცესებს შორის არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრავმის გავლენას ადამიანის ფსიქიკასა და ქცევაზე, ასევე ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების განვითარებისა და აღდგენის თანამედროვე მიდგომებს.
 

შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი იყო თამაზ ტუღუშის პირადი ისტორია - გზა ნივთიერებაზე დამოკიდებულებიდან გამოჯანმრთელებამდე. სტუდენტებმა პაციენტის პერსპექტივიდან მოისმინეს რეალური გამოცდილება, რაც მათ საშუალებას აძლევდა, თეორიული ცოდნა რეალურ კლინიკურ კონტექსტთან დაეკავშირებინათ.
 

აღნიშნული შეხვედრით დასრულდა ადიქციური მედიცინის თემაზე ჩატარებული საგანმანათლებლო სესიების ციკლი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა უკვე გაიარეს ლექციები და სიმულირებული კლინიკური შემთხვევები. საბოლოო შეხვედრამ მათ შესაძლებლობა მისცა, დაავადება არა მხოლოდ კლინიკური, არამედ ადამიანური და სოციალური კუთხითაც გაეაზრებინათ.
 

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ისეთი საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნას, რომელიც მომავალ ექიმებს თანამედროვე ცოდნასთან ერთად, პაციენტზე ორიენტირებულ და ემპათიურ პროფესიულ ხედვას უყალიბებს.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.