KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

Walter E. Dandy Neurological Club Georgia Kwiu-ში ახალ საუნივერსიტეტო წარმომადგენლობას ქმნის

Walter E. Dandy Neurological Club Georgia KWIU-ში  ახალ საუნივერსიტეტო წარმომადგენლობას ქმნის
Email Facebook WhatsApp

15 Jun 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში Walter E. Dandy Neurological Club Georgia-ს ახალი საუნივერსიტეტო წარმომადგენლობა შეიქმნება. ორგანიზაცია ერთ-ერთი უმსხვილესი ახალგაზრდული სამედიცინო გაერთიანებაა საქართველოში, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო მედიცინის სტუდენტებს აერთიანებს და საქმიანობს Walter E. Dandy Neurological Society USA-ს აკადემიური მხარდაჭერით.
 

KWIU-ში ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინირებისთვის გამოცხადდა განაცხადების მიღება სენატორის პოზიციაზე. კანდიდატებს მოეთხოვებათ ლიდერული უნარები, აკადემიური მოტივაცია და ნეირომეცნიერების, ინოვაციების, კლინიკური კვლევებისა და პროფესიული განვითარების მიმართ მაღალი ინტერესი.
 

შერჩეული სტუდენტი უხელმძღვანელებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობას, ჩამოაყალიბებს ადგილობრივ აღმასრულებელ გუნდს, დაგეგმავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს და ითანამშრომლებს ორგანიზაციის ცენტრალურ გუნდსა და საქართველოს სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლობებთან.
 

განაცხადის წარსადგენად აუცილებელია CV-ისა და სამოტივაციო წერილის გაგზავნა ელფოსტაზე wedns.georgia@gmail.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 ივლისი.
 

ორგანიზაცია ასევე იწვევს KWIU-ის სტუდენტებს, გახდნენ Walter E. Dandy Neurological Club Georgia-ს წევრები და ჩაერთონ ნეირომეცნიერების მიმართულებით დაგეგმილ ლექციებში, ვორქშოფებში, კონფერენციებსა და სხვა პროფესიული განვითარების აქტივობებში.


დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ხელმისაწვდომია Instagram გვერდზე @dandy.georgia

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.