KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

"დაუნის სინდრომი - 360 გრადუსით" - პანელური დისკუსია კვსუ-ში

"დაუნის სინდრომი - 360 გრადუსით" - პანელური დისკუსია კვსუ-ში
Email Facebook WhatsApp

21 Mar 2024

2024 წლის 21 მარტს, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩაატარა ღონისძიება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად. "დაუნის სინდრომი - 360 გრადუსით" - პანელურმა დისკუსიამ შეკრიბა სტუდენტები, მედიცინის წარმომადგენლები, ექსპერტები და პაციენტი დედასთან ერთადერთად. საგანგებოდ ამ დღისთვის კვსუ-ს ესტუმრა 11 წლის ცოტნე საბანაძე.

ღონისძიება მიზნად ისახავდა, სტუდენტებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ სხვადასხვა, ყოველმხრივი რაკურსით და ხაზი გაესვა იმ ადამიანური ასპექტებისათვის, რაც ასეთი მნიშვნელოვანია დაავადების სიმპტომებისა და ნიშნების მიღმა. პერსონალური ისტორიებისა და პროფესიული შეხედულებების საშუალებით, სტუდენტებმა უფრო ღრმად შეისწავლეს და შეაფასეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების წევრების გამოწვევები.

პედიატრმა და კვსუ-ის და მიწვეულმა მასწავლებელმა ნაზი ტაბატაძემ ისაუბრა პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუნის სინდრომი არ არის მხოლოდ დიაგნოზი, არამედ ის მოიცავს მთელი ოჯახისა და საზოგადოების ცხოვრებას.

კვსუ-ის მიწვეულმა მასწავლებელმა და კლინიკურმა ფსიქოლოგმა ანა ახმეტელაშვილმა ისაუბრა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ მხარდაჭერის სისტემის ერთობ საჭიროა პაციენტების ყოველმხრივი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

კვსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა და ცოტნეს დედამ, მაკა მაისურაძემ სტუდენტებს თავისი პირადი ისტორია და გამოცდილება გაუზიარა. მაკას თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც ახლაც სახეზეა, მთავარია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა. მაკას ისტორია მაგალითია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისათვის, რომელთაც ძალიან დიდი ნებისყოფა და გამძლეობა მოეთხოვებათ.

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას ინკლუზიურობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობის აუცილებლობას. ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა პანელური დისკუსიები უნივერსიტეტებში, გვთავაზობს ფასდაუდებელ შეხედულებებს და შთააგონებს ადამიანებს თანაგრძნობას დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მიმართ.

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს ინკლუზიურობისა და მიმღებლობის ადვოკატირებას, რათა გვახსოვდეს, რომ ყოველი დიაგნოზის უკან დგას უნიკალური ინდივიდი, რომელიც იმსახურებს სიყვარულს, პატივისცემას და მხარდაჭერას.

ერთად ავაშენოთ უფრო ინკლუზიური სამყარო, სადაც ყველას შეუძლია იცხოვროს!

სხვა სიახლეები

ინდოეთის ელჩის ვიზიტი კვსუ-ში

ინდოეთის ელჩის ვიზიტი კვსუ-ში

17 Apr 2026

საქართველოში ინდოეთის ელჩი, მისი აღმატებულება შრი ამიტ კუმარ მიშრა, ეწვია კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტს. ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბი...

KWIU Article Published in AMEE Journal MedEdPublish

KWIU Article Published in AMEE Journal MedEdPublish

16 Apr 2026

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ KWIU-ს ახალი სტატია გამოქვეყნდა AMEE-ს საერთაშორისო ჟურნალში - MedEdPublish. სტატია, „Exploring the Impact of Profession...

დედა ენის დღე

დედა ენის დღე

14 Apr 2026

კვსუ-ში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა გაიმართა, რომელშიც საერთაშორისო სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ. ღონისძიება მოიცავდა როგორც შემეცნებით ლექც...

Emory-MAEM & KWIU-ის საერთაშორისო კონგრესი თბილისში

Emory-MAEM & KWIU-ის საერთაშორისო კონგრესი თბილისში

8 Apr 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც ადგილობრივი პარტნიორი, მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობაში, რომელიც ტარდება ემორის უნივერს...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.