KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

Cpr-ის ტრენინგი 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

CPR-ის ტრენინგი 145-ე საჯარო სკოლის

მოსწავლეებისთვის
Email Facebook WhatsApp

11 Jun 2024

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ეწვივნენ 145-ე საჯარო სკოლას გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ტრენინგის ჩასატარებლად.
სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის, დარიკო მუშკუდიანის ხელმძღვანელობით, ინიციატივა მიზნად ისახავდა როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალის აღჭურვას პირველადი გადაუდებელი დახმარების თეორიული და ტექნიკური უნარებით.
კვსუ-ის მიწვეული მასწავლებლების, ლუკა აბაშიშვილისა და ელენე ფესტვენიძის ხელმძღვანელობით, კვსუ-ის სტუდენტების დახმარებით, მოსწავლეები ჩაერთვნენ პრაქტიკულ ტრენინგში და დაეუფლნენ გულ-ფილტვის რეანიმაციის ტექნიკას სპეციალური სიმულაციური მანეკენების გამოყენებით. მონაწილეებმა შეიძინეს ის ცოდნა, რაც მათ საშუალებას მისცემს, გაუმკლავდნენ საგანგებო სიტუაციებს მოულოდნელი შემთხვევების დროს და აღმოუჩინონ პირველადი დახმარება დაშავებულს. დასასრულს, ტრენინგში აქტიური ჩართულობისთვის 145-ე სკოლის მოსწავლეებს, დირექტორს, სასწავლო ნაწილს და მასწავლებლებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები. გულ-ფილტვის რეანიმაციის ცოდნის უშუალო სარგებლის გარდა, აღნიშნული საგანმანათლებლო შეხვედრები გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნობიერების ამაღლებაში. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერით, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ვალდებულებას, ხელი შეუწყოს საზოგადოებას, შეიძინონ სიცოცხლის გადარჩენის აუცილებელი უნარები.

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.