KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

Culmen International-ის წარმომადგენლების ვიზიტი

Culmen International-ის წარმომადგენლების ვიზიტი
Email Facebook WhatsApp

23 Jun 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მნიშვნელოვან საერთაშორისო ვიზიტს უმასპინძლა. კვსუ-ს ეწვივნენ Culmen International-ის წარმომადგენლები - ბატონ დენის ფეიქსი, გლობალური ჯანმრთელობის დირექტორი და ქალბატონი ზარი გოლდმანი, საერთაშორისო ჰუმანიტარული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

Culmen International ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც 140-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ტექნიკურ, მენეჯმენტთან დაკავშირებულ, ჰუმანიტარულ და ლოგისტიკურ პროექტებს.

სტუმრებს შეხვდნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი და კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე. შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო Culmen International-ისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს აკადემიური სივრცის უკეთ გაცნობის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განათლებისა და კვლევის მიმართულებით, რაც საფუძველს უქმნის ორ ორგანიზაციას შორის ღრმა და ეფექტურ პარტნიორობას.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე ეწვია კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას, სადაც დეტალურად გაეცნო კლინიკის მისიას, სერვისებსა და მის მნიშვნელოვან როლს როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ისე სამედიცინო განათლების პრაქტიკული კომპონენტის განვითარებაში.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

10 Nov 2026

როგორ მოვამზადოთ ექიმი, რომელიც ფლობს თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებს, მზად არის ცვლილებებისთვის და ინარჩუნებს ჰუმანურობას? ამ კითხვას სხვადასხვა...

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

30 Oct 2026

როგორ ვაქციოთ კვლევის შედეგები მკაფიო და გამართულ სამეცნიერო სტატიად? ამ თემაზე კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ემორის უნივერსიტეტი...

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

27 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდნენ და Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ მიიღ...

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.