KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ვარდისფერი ოქტომბერი 2025

ვარდისფერი ოქტომბერი 2025
Email Facebook WhatsApp

29 Oct 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორგანიზება გაუწიეს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა განათლების, ადრეული გამოვლენისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობდნენ სპიკერები: კვსუ-ის მოწვეული ლექტორი და გინეკოლოგი თამთა თოლორდავა, რომელმაც ისაუბრა ძუძუს კიბოს პრევენციის, სკრინინგისა და ქალთა ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, და მეგი თედეევი, ორგანიზაცია Europa Donna Georgia-ს წარმომადგენელი და ძუძუს კიბოს გადამტანი პაციენტი, რომლის ემოციურმა და შთამაგონებელმა სიტყვამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებზე. მან საკუთარი გამოცდილებით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ძალის, ცნობიერებისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.


ღონისძიების ფარგლებში, დღის განმავლობაში, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდნენ ინტერაქტიულ საინფორმაციო სადგურებში, სადაც გაეცნენ თვითგამოკვლევის ტექნიკას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპებსა და ადრეული გამოვლენის აუცილებლობას.
კვსუ-ის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქციაც გამართეს: სიმბოლურ ფასად გაყიდეს ვარდისფერი ლენტები და სამაჯურები, შემოსული თანხა კი სრულად გადარიცხეს ორგანიზაცია Europa Donna Georgia-ში, რათა დაეხმარონ ძუძუს კიბოთი დაზარალებულ ქალებს და ხელი შეუწყონ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს.


ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერება, განათლება და საზოგადოების მხარდაჭერა ქალთა ჯანმრთელობის საკითხებში.


ერთად ვდგავართ იმედის, ჯანმრთელობისა და გაძლიერების მხარეს.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

28 Sep 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა გრძელდება და მოიცავს როგორც ინსტიტუციურ...

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.