KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

კილის უნივერსიტეტის პროფესორებმა Pps-კურსის ლექტორებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

კილის უნივერსიტეტის პროფესორებმა PPS-კურსის ლექტორებისთვის ტრენინგი ჩაატარეს
Email Facebook WhatsApp

31 Oct 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი სასწავლო კურსის - „პაციენტი, ექიმი და საზოგადოება“ ლექტორებისთვის, რომელსაც კილის უნივერსიტეტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

პროფესორი პოლ ჰოროქსისა და ექიმი სარა აინსლის მიერ ჩატარებული ტრენინგის მთავარი მიზანი იყო პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის ინტეგრირებული და პრაქტიკული მაგალითების (სცენარების/PBL-ქეისების) დახვეწა და სრულყოფა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს არსებული სასწავლო მასალის შინაარსის, მიზნებისა და შედეგების გადახედვაზე. ბრიტანელმა პროფესორებმა განიხილეს კვსუ-ის ლექტორების მიერ მანამდე შემუშავებული PBL-ქეისები და ქართველ კოლეგებს გაუზიარეს უკუკავშირი. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა კურსის განვითარებისათვის საჭირო სამომავლო ნაბიჯებზეც იმსჯელეს.

ბრიტანელი პროფესორების მიერ ჩატარებულმა ტრენინგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის მიზანიც არის თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული სამედიცინო განათლების ხელშეწყობა.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.