KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

„ზაფხული ემორიში“ გაცვლითი პროგრამის სტუდენტებმა გამოცდილება თანაკურსელებს გაუზიარეს

„ზაფხული ემორიში“ გაცვლითი პროგრამის სტუდენტებმა გამოცდილება თანაკურსელებს გაუზიარეს
Email Facebook WhatsApp

5 Nov 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიიღეს მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში - „ზაფხული ემორიში“, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებს.


პროგრამის სტუდენტურ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ემორის უნივერსიტეტის პროფესორები გორდონ ჩერჩვორდი და მერი ჯო ლეკოვიჩი.
გაცვლითი პროგრამის მონაწილეები შეირჩნენ კონკურსის წესით, აკადემიური მოსწრების საფუძველზე. 2024-2025 სასწავლო წელს საუკეთესო 8 სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა წარედგინა კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში.


სტუდენტები გაემგზავრნენ ატლანტაში, ჯორჯიის შტატში (აშშ), სადაც გაეცნენ ემორის უნივერსიტეტის აკადემიურ და კულტურულ გარემოს. ისინი ესწრებოდნენ ლექციებსა და სემინარებს, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ გამორჩეული პროფესორები, ექიმები, რეზიდენტები და მკვლევარები.


კვსუ-ის სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაკვირვებოდნენ კლინიკურ პრაქტიკას გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალსა და ემორის უნივერსიტეტის საავადმყოფოებში, უშუალოდ გაეცნონ აშშ-ის სამედიცინო განათლების სისტემას და ჯანდაცვის პრაქტიკებს, დაემყარონ პროფესიული კავშირები ამერიკელ ექიმებთან, რეზიდენტებთან და მკვლევრებთან, და გაეცნონ ამერიკულ კულტურას პოპულარული ადგილების მონახულებით.


პროგრამა განხორციელდა კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.


გაცვლითი პროგრამა - „ზაფხული ემორიში“ ტარდება ყოველწლიურად და კვსუ-ის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გააფართოვონ თავიანთი აკადემიური გამოცდილება, უშუალოდ დააკვირდნენ დასავლურ სამედიცინო პრაქტიკას და გაეცნონ სწავლების საერთაშორისო გარემოს აშშ-ში.

 


 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.