KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

რას ნიშნავს იყო მედიცინის სტუდენტი - პროფესიული გზის დასაწყისი

რას ნიშნავს იყო მედიცინის სტუდენტი - პროფესიული გზის დასაწყისი
Email Facebook WhatsApp

7 Nov 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორს, გორდონ ჩერჩვორდს, რომელიც ასევე კვსუ-ის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეა.

 

პროფესორმა ჩერჩვორდმა შეხვედრა გამართა პირველკურსელებთან და ისაუბრა, რას ნიშნავს იყო მედიცინის სტუდენტი და როგორ იწყება პროფესიული გზა სამედიცინო სამყაროში.

 

ინტერაქციული სესიის დროს სტუდენტებმა განიხილეს სამედიცინო სფეროს მიმართულებები, ექიმის როლი და პასუხისმგებლობები. ამერიკელმა პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა ეთიკური პრაქტიკისა და უწყვეტი სწავლის მნიშვნელობა, რაც სტუდენტებს პროფესიული განვითარების გზაზე დაეხმარება. მისი თქმით, გზა სამედიცინო განათლების პირველი ეტაპიდან კარიერულ წარმატებამდე არა მხოლოდ აკადემიურ მიღწევებზეა დამოკიდებული, არამედ პიროვნულ განვითარებაზე.

 

შეხვედრამ სტუდენტებს მისცა წარმოდგენა სამედიცინო პროფესიის მნიშვნელობის, გამოწვევებისა და დადებითი მხარეების შესახებ, ასევე მიმართულება, როგორ უნდა განივითარონ სტრესული სიტუაციების მართვის უნარები, ემპათია და კრიტიკული აზროვნება კარიერის დასაწყისშივე.

 

კვსუ-ის ამერიკელი პარტნიორებისგან მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულად იგეგმება, რათა სტუდენტებს კიდევ უფრო აქტიურად დავუჭიროთ მხარი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების გზაზე.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

10 Nov 2026

როგორ მოვამზადოთ ექიმი, რომელიც ფლობს თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებს, მზად არის ცვლილებებისთვის და ინარჩუნებს ჰუმანურობას? ამ კითხვას სხვადასხვა...

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

30 Oct 2026

როგორ ვაქციოთ კვლევის შედეგები მკაფიო და გამართულ სამეცნიერო სტატიად? ამ თემაზე კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ემორის უნივერსიტეტი...

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

27 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდნენ და Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ მიიღ...

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.