KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

USMLE Step 1 - რჩევები ემორის პროფესორებისა და კვსუ-ის ლექტორებისგან

USMLE Step 1 - რჩევები ემორის პროფესორებისა და კვსუ-ის ლექტორებისგან
Email Facebook WhatsApp

10 Nov 2025

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესორებმა - გორდონ ჩერჩვორდმა და მერი ჯო ლეკოვიჩმა შეხვედრა გამართეს მესამე კურსის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან, რათა განეხილათ ეფექტური სტრატეგიები ამერიკაში სამედიცინო ლიცენზიის მიღების გზაზე პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდის, USMLE Step 1-ისთვის მომზადების პროცესში.

 

ინტერაქციული სესიის დროს სტუდენტებმა განიხილეს გამოცდის პირველი საფეხურის მზადების ძირითადი ასპექტები, მათ შორის სასწავლო გეგმის შედგენა, რესურსების შერჩევა, საბაზისო სამედიცინო მეცნიერებების ინტეგრაცია კლინიკურ აზროვნებაში, მოტივაციის შენარჩუნება, გადაღლის თავიდან აცილება და სხვა.

 

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ კვსუ-ის მოწვეული ლექტორები, მარიამ როჩიკაშვილი და ლუკა კუჭავა, რომლებმაც სტუდენტებს გაუზიარეს პრაქტიკული რჩევები, საკუთარი წარმატების ისტორია და გამოცდილება USMLE-ის მომზადების პროცესიდან.

 

შეხვედრამ სტუდენტებს ღირებულ რჩევებთან ერთად შესძინა მოტივაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიღებაში და პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაში.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.