KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ფაკულტეტის და აკადემიური საბჭოს შეხვედრა

ფაკულტეტის და აკადემიური საბჭოს შეხვედრა
Email Facebook WhatsApp

20 Nov 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ფაკულტეტის და აკადემიური საბჭოს გაერთიანებული შეხვედრა, რომლის მიზანი იყო უნივერსიტეტის განვითარების მიმდინარე საკითხების განხილვა და სტუდენტური გამოცდილების გაუმჯობესებისათვის ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბება.

 

სესიის დასაწყისში ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტის საგამოცდო და სიმულაციურ ცენტრებში განხორციელებული განახლებებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.

 

შეხვედრაზე კვსუ-ის ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტების მიერ არჩეულმა წევრებმა მოაზან რანამ და გნანა საი მაჰეშვარ რედიმ სტუდენტთა გამოკითხვის შედეგად მიღებული ძირითადი მოსაზრებები გააჟღერეს. მათვე გააზიარეს თავიანთი ხედვა სტუდენტური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის გაძლიერებაზე და საერთო საუნივერსიტეტო კულტურის განვითარებისთვის სტუდენტური ჩართულობის კიდევ უფრო გაფართოებაზე.

 

გარდა ამისა, გაერთიანებული საბჭოს წარმომადგენლებმა განიხილეს სტუდენტების მიერ მიწოდებული უკუკავშირი ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, როგორიცაა ფაკულტეტის წევრებთან ყოველთვიური შეხვედრების დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს ღია დიალოგს და სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

შეხვედრას ესწრებოდა გორდონ ჩერჩვორდი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი და კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც ხაზი გაუსვა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც უნივერსიტეტის განვითარებისა და პროგრესის წინაპირობაა.

 

აღნიშნული შეხვედრა ასახავს ჩვენი უნივერსიტეტის მიდგომას სტუდენტური გამოცდილების გაუმჯობესებისა და თითოეული სტუდენტის მოსაზრების მხარდაჭერისკენ.

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

16 Sep 2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბან...

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

KWIU-ის წარმომადგენლები AMEE 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

27 Aug 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი KWIU-ს სახელი...

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.