KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

დიაბეტის საერთაშორისო დღე 2025

დიაბეტის საერთაშორისო დღე 2025
Email Facebook WhatsApp

25 Nov 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნა მრავალფეროვანი ინტერაქტიული პროგრამითა და პრაქტიკული ვორქშოპებით. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. აქტივობები ორგანიზებული იყო სტუდენტური კლუბის - „კვისუ-ის სამედიცინო საზოგადოების“ მიერ.
სტუდენტები ჩაერთნენ სხვადასხვა თემატურ და პრაქტიკულ სესიებში:

 

  • „შაქრის სადგურზე“ მონაწილეებმა გააანალიზეს ტკბილეულისა და პროდუქტებში შემავალი შაქრის რაოდენობა.
  • საინფორმაციო სტენდთან - „იცოდე შენი ფაქტები“ — მიიღეს მნიშვნელოვანი რჩევები დიაბეტის პრევენციის შესახებ;
  • გამოკითხვის სადგურში შეამოწმეს საკუთარი ცოდნა, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდნენ თემატური წიგნის სანიშნეებით.


კვების კუთხეში - „ააწყვე შენი თეფში“ - მონაწილეებმა პრაქტიკულად შექნეს ბალანსირებული კვების მოდელი, ხოლო პირობის კედელზე დატოვეს პირადი დაპირებები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრებმა წარადგინეს საინფორმაციო პრეზენტაციები დიაბეტის შესახებ და ისაუბრეს იმ ადამიანთა წარმატებულ გამოცდილებაზე, რომლებიც ქრონიკული დაავადების მიუხედავად აქტიურ და სრულფასოვან ცხოვრებას ეწევიან.
სტუდენტები ასევე ჩაერთნენ გლუკოზისა და არტერიული წნევის გაზომვის პრაქტიკულ ვორქშოპში: შესრულდა გლუკოზის დონის დემონსტრაციული ტესტი, რის შემდეგაც მონაწილეები წყვილებად გადანაწილდნენ და პრაქტიკულად ისწავლეს არტერიული წნევის გაზომვის ტექნიკა.
ღონისძიებამ გააერთიანა ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სტუდენტური ინიციატივა, რითაც ხელი შეუწყო ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბებას.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.