KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

Pps-კურსი - „პაციენტი, ექიმი და საზოგადოება"

PPS-კურსი - „პაციენტი, ექიმი და საზოგადოება"
Email Facebook WhatsApp

1 Dec 2025

PPS-კურსი კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. კურსს ხელმძღვანელობს გვანცა ვარდოსანიძე, რომელიც სტუდენტებს პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებაში ეხმარება, მათ შორის ეფექტურ კომუნიკაციაში, ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომასა და ექიმის სოციალური როლის სიღრმისეულ გააზრებაში.

 

PPS-კურსის განსაკუთრებულ ელემენტს წარმოადგენს პროფესიონალი მსახიობის მონაწილეობა, რომელიც პაციენტის როლს ასრულებს და წინასწარ შემუშავებულ კლინიკურ სცენარს მიჰყვება. ეს ინოვაციური მიდგომა სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ კურსის განმავლობაში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, სწორად და მიზანმიმართულად შეაგროვონ ინფორმაცია „პაციენტისგან“, ჩამოაყალიბონ დიაგნოზი, შეიმუშაონ და მენტორთან წარმოადგინონ მკურნალობის გეგმა.

 

ინტერაქტიული სესიები, რეალისტური სიმულაციები და უწყვეტი მენტორობა სტუდენტებს ეხმარება ჩამოყალიბდნენ ემპათიურ, კომპეტენტურ და პასუხისმგებლობით სავსე მომავალ ექიმებად.

 

„რამდენიმე წლიანი გამოცდილების საფუძველზე, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ PPS-კურსის თითოეული აქტივობის შემდეგ სტუდენტების აკადემიური და პიროვნული განვითარება აშკარად შესამჩნევია. მათი კლინიკური, კომუნიკაციური და პროფესიული უნარები, ისევე როგორც თავდაჯერებულობა და კომპეტენტურობა, მნიშვნელოვნად იზრდება. ყოველდღიურად მიღებული გამოცდილება - მათ შორის პრაქტიკული მუშაობა სიმულაციურ პაციენტთან, ინტენსიური კომუნიკაცია, ეთიკური საკითხების განხილვა და გუნდური დავალებების შესრულება, ეხმარება სტუდენტებს, როგორც მომავალ ექიმებს, აუცილებელი კომპეტენციების შეძენასა და დახვეწაში. სწორედ ეს გამოცდილება ამზადებს მათ რეალური კლინიკური პრაქტიკისთვის და აქცევს PPS-კურსს უნიკალურ და უაღრესად ღირებულ პროგრამად“- აღნიშნავს გვანცა ვარდოსანიძე. 
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.