KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე
Email Facebook WhatsApp

18 Dec 2025

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე, რომელიც მიეძღვნა შიდსის მსოფლიო დღეს. ღონისძიება ორგანიზებული იყო სტუდენტური კლუბის - კენ ვოლკერის სამედიცინო საზოგადოების მიერ და მიზნად ისახავდა დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სტიგმის შემცირებასა და პაციენტების მიმართ სოლიდარობის გამოხატვას.


ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა და სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, აქტიური ჩართულობით გაეღრმავებინათ ცოდნა შიდსის პრევენციისა და გადაცემის გზების შესახებ. პროგრამა მოიცავდა საგანმანათლებლო თამაშებსა და დისკუსიებს, რომლებიც ხელს უწყობდა ღია დიალოგსა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.


აქტივობებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა ტიპის თამაშებს, მათ შორფის „ მითი თუ რეალობა“, „კითხვების ბორბალი“ და სხვა, სადაც მონაწილეები გავრცელებულ წარმოდგენებს ფაქტებზე დაყრდნობით აფასებდნენ. წითელი ლენტის აქტივობა კი გამოხატავდა პაციენტებისადმი სოლიდარობას.


როლური თამაშების მეშვეობით სტუდენტებმა იმსჯელეს მედიცინაში ემპათიისა და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, რაც მათ მომავალ პროფესიულ პრაქტიკაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.


შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა განხორციელდა სხვადასხვა სტუდენტური კლუბების ჩართულობით (მათ შორის ტუტორთა და დებატების კლუბები), რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სტუდენტური თანამშრომლობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.


შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე კვსუ-ში ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სტუდენტურმა ინიციატივამ ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებას და პოზიტიურ ცვლილებებს.
 

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

15 Jul 2026

14 ივლისს Emory-MAEM & KWIU International Congress in Tbilisi-ის ფარგლებში კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლ...

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

კვსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის სამედიცინო განათლების ტრენინგები ჩატარდა

14 Jul 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ფარგლებში ორდღიანი ტრენინგები გაიმართა, რომლებიც თანამედროვე...

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

KWIU-მ ტაილანდის სამედიცინო განათლების ლიდერების დელეგაციას უმასპინძლა

8 Jul 2026

8 ივლისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაილანდის სამედიცინო სკოლების აღმასრულებელი საბჭოს (Medical School Executives – MSE) 38-კაციან დელეგა...

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

30 Jun 2026

2026 წლის 29 ივნისს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრა...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.